ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია “ტელექსი” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

თუ ხარ პოზიტიური, მიზანდასახული და შრომისმოყვარე,
გჯერა საკუთარი შესაძლებლობების და გინდა სურვილი აქციო საქმედ, შემოგვიერთდი!

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

“ტელექსი” მომხმარებელს სთავაზობს:

წიგნების ფართო არჩევანს ხელმისაწვდომ ფასად;
გამოცდილი ლიტერატურული აგენტების კვალიფიციურ რჩევებს;
უფასო საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

იყო ჩვენთან ქოლ-ცენტრის ოპერატორი, ნიშნავს:

  • სატელეფონო საუბრების საშუალებით გაუწიო კვალიფიციური კონსულტაცია ლიტერატურის სფეროში დაინტერესებულ ადამიანებს სასურველი და საჭირო წიგნების შერჩევაში;
  • გქონდეს კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული ატმოსფერო;
  • გამოიყენო კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობა;
  • დასაქმდე მოქნილი სამუშაო გრაფიკით (მოქმედებს ცვლიანობის განრიგი).

სამუშაო საათები: 10:00-16:00; 16:00-22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა.

მიიღო სტაბილური შრომის ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური ბონუსების სახით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@telex.ge და თემის ველში (Subject line) მიუთითოთ დასახელება: “ქოლ-ცენტრის ოპერატორი”.

მეტი ინფორმაციისთვის:

დაგვიკავშირდით: 215 9191
გვესტუმრეთ: http://telex.ge/
დაგვიმეგობდრით: www.facebook.com/TELex.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები