Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 ფაქტი ტვინის შესახებ – თუ გინდათ რომ შეუძლებელი შეძლოთ

10 ფაქტი ტვინის შესახებ – თუ გინდათ რომ შეუძლებელი შეძლოთ
October 08
13:45 2017

ადამიანის ტვინი, გონება საოცარია. ის ნებისმიერ სირთულეს დაგვაძლევინებს და მისი საშუალებით შეგვიძლია წარმოუდგენელი მწვერვალები დავიპყროთ და მივაღწიოთ სასურველ მიზნებს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ ის პრინციპები, რომლითაც ჩვენი ტვინი მუშაობს.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

1. ტვინისთვის რეალობასა და წარმოსახვას შორის განსხვავება არ არსებობს – ტვინი რეაგირებს ყველანაირ ფიქრსა და ფანტაზიაზე. მისთვის ზღვარი რეალურსა და წარმოსახულს შორის არ არსებობს. ამიტომაცაა, რომ ბედნიერი ადამიანი სამყაროს ვარდისფერი სათვალით ხედავს.

2. გონებრივი სამუშაო ტვინს არ ღლის – ტვინის დაღლილობის გრძნობა ჩნდება ემოციების გამო, თუმცა გონებრივი მუშაობის დროს ის არ იღლება.

3. ტვინი ავტომატურად მუშაობს – დღევანდელი ფიქრების ნახევარზე მეტი დაკავშირებულია გუშინდელ დღესთან. ამიტომაც პესიმისტებისთვის ძალიან რთულია სამყაროს აღქმის შეცვლა. მათ სჭირდებათ გონების „გასუფთავება“ იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინონ პოზიტიურ საკითხებზე.

4. ჩვენ ვხედავთ იმას, რის შესახებაც ვფიქრობთ – თუ ოცნებობთ პარიზში მოგზაურობაზე, თქვენ ხედავთ გარშემო მხოლოდ ისეთ რაღაცებს,რაც ამ ქალაქს გახსენებთ. ამიტომ, თუ გსურთ რომ შეცვალოთ სამყაროს აღქმა, უნდა შეიცვალოთ ფიქრები.

5. ტვინს კუნთების მსგავსად, ვარჯიში სჭირდება – სწავლა, სუფთა ჰაერი, ჯანსაღი კვება, ძილი, ახალ ადგილებში მოგზაურობა, ახალი აქტივობები, ცეკვა აუცილებელია გონების გავარჯიშებისთვის.

6. გონება არასოდეს ისვენებს – მაშინაც კი, როცა გძინავთ, გონება აქტიურად მუშაობს. უფრო მეტიც, ძილის დროს ტვინი შეიძლება უფრო აქტიურად მუშაობდეს.

7. გონების დახშობა ზოგჯერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – იმისთვის, რომ ათასობით არასასურველი, ნეგატიური აზრი ჩავახშოთ, გვჭირდება რომ ზოგჯერ „დავახშოთ“ გონება, შევისვენოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ აქტიური დასვენება ტვინისთვის ყველაზე სასარგებლო და რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა.

8. ზოგიერთი ფაქტის დავიწყება კარგია იმიტომ, რომ ამ გზით ნერვული სისტემა უფრო მოქნილი ხდება – იმისთვის, რომ „შეინახოთ“ ახალი მოგონებები, აუცილებელია რომ ზოგიერთი მოგონება ამოიგდოთ გონებიდან.

9. ტკივილის მიმართ ტვინი არ არის სენსიტიური – ტვინი რეაგირებს ტკივილზე, მაგრამ ვერ გრძნობს მას, რადგანაც ტვინში შესაბამისი რეცეპტორები ნაკლებადაა.

10. შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი გონება – ნებისმიერი ახალი აქტივობა ჩვენს ტვინში ქმნის ახალ ნერვულ კავშირებს. თუ ხშირად გაიმეორებთ ფრაზას „მე ვიქნები წარმატებული“, გონება, ტვინი თავად მოგცემთ შესაძლებლობას, რომ რეალიზება მოახდინოთ საკუთარი სურვილების და დასახულ მიზანს მიაღწიოთ.

წყარო: brightside.me

1,324 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
October 2017
M T W T F S S
« Sep   Nov »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031