11 ოქტომბერი – გოგონების საერთაშორისო დღე და ფოტოგამოფენა

თავისუფალი დრო

დღეს, 11 ოქტომბერს, გოგოების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გოგოების საერთაშორისო დღედ აღნიშვნის გადაწყვეტილება გაერთანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს მიიღო. ამ დღის აღნიშვნის მიზანი, სოციალურ პრობლემებზე, უთანასწორობასა და ადრეულ ასაკში ქორწინებაზე ყურადღების გამახვილებაა, რაც გენდერული საკითხითაა გამოწვეული.

გოგოების საერთაშორისო დღის დაწესების შესახებ ინიციატივა კანადაში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერდა, აღნიშნულ საკითხზე კანადის მინისტრი ქალთა უფლებების საკითხებში რონა ემბროუზი მუშაობდა.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

ამ დღისთვის “ფეისბუკმა” სპეციალური აპლიკაციაც შექმნა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ პროფაილის სურათს დაურთოთ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ჩარჩო. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით კი, ამ დღესთან დაკავშირებით, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დინა ოგანოვას ფოტოგამოფენა „გოგონები მომავლიდან“ გაიხსნება.

დინა ოგანოვას ფოტოპროექტი „გოგონები მომავლიდან“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრები 10-დან 16 წლამდე გოგოების ისტორიებს გვიამბობს როგორც ფოტოების, ასევე ტექსტების მეშვეობით.

დინა ოგანოვა ახალგაზრდა დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს და სხვადასხვა გრძელვადიან პროექტზე მუშაობს. ის რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატია, მათ შორის, დასახელებულია 30 წლამდე ასაკის 30 საუკეთესო ქალ ფოტოგრაფებს შორის.

გამოფენა 2017 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით გასტანს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები