ესეების კონკურსი საქართველოში მცხოვრები ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის

კონკურსები

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” პროექტ “ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში” ფარგლებში აცხადებს ესეების კონკურსს “რატომ ევროპა”.

ზღვა ინფორმაციულ ნაკადში თანდათან უფრო რთული ხდება ზუსტი, გადამოწმებული ინფორმაციის მიღება. კონკურსის მიზანია ახალგაზრდებში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია და სტუდენტთა/მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

კონკურსის პირობები:

  • წარმოდგენილი ესე უნდა ამხელდეს იმ დეზინფორმაციულ მითებს, რომელიც აჭარაშია გავრცელებული ევროპის შესახებ
  • პასუხობდეს თემას “რატომ ევროპა”
  • დასაბუთებულად აბათილებდეს ანტიდასავლური მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ მოსაზრებებს

ნამუშევრების ელექტრონული ვერსიების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 15 ნოემბრამდე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა ასაკობრივ ჯგუფს. იქნება ეს მოსწავლე, სტუდენტი, საშუალო თუ ასაკოვანი ადამიანი.

საუკეთესო ნამუშევრების ავტორები დაჯილდოვდებდებიან. დაჯილდოების ცერემონია 2017 წლის ნოემბერში გაიმართება.

საკონკურსო ნამუშევრები გამოაგზავნეთ მისამართზე: batumipress@gmail.com

პროექტი “ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ აჭარაში” ხორციელდება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი-ს მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური დახმარებით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები