ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია “მკითხველი” ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ვაკანტური პოზიცია: ქოლ-ცენტრის ოპერატორი თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება;
  • სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
  • სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
  • კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ენერგიულობა და სისხარტე;
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
ორგანიზებული და პუნქტუალური;
გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

სამუშაო გრაფიკი:

არასრული: 10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.

დამატებითი ინფორმაცია: შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით. (ფიქსირებული 200 ლარიდან, რომელსაც ემატება ზრდადი საბონუსე სქემა).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com და სათაურში მიუთითოთ ქალაქი და “ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადა 12 ნოემბერი.

მისამართი: ქ. თბილისი სტანისლავსკის N5.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები