“ეს რა დამხვდა ჩემო თსუელებო, ეს ის უნი აღარაა…”

მხიარული ინფო

თსუ-ში მომიწია სირბილი 5 წლის წინ დამთავრებული მაგისტრატურის დიპლომის ასაღებად და ეს რა დამხვდა ჩემო თსუელებო, ეს ის უნი აღარაა, ჩვენ რომ ვსწავლობდით:

☼ გსურს მაგისტრატურაზე ჩაბარება? შეარჩიე სამაგისტრო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

– “პაძემკაში” ლარისას ჰოთ-დოგი აღარ იყიდება, პეტრუშკითა და ხახვით რო იყო გატენილი. შესაბამისად აღარავინ მოგაძახებს ღიმილით “ნაზდაროვიე” ან “პრიატნაიააპეტიტიტაო”;

– მსოფლიოში ყველაზე ბანძი ლობიანი რო ცხვებოდა პაძემკის კუთხეში, მანდ ლიფები და ტრუსიკები იყიდება;

– გუდ-ფუდი დაუხურიათ და უწყვეტი განათლების ცენტრიო თუ რაღაც ეგეთი გაუხსნიათ;

– მეექვსე კორპუსის წინ არავინ აბირჟავებდა;

– “პაძემკაში, კიბეებზე რო ეწერა – აქ მანქანა არ გააჩეროთო, წაუშლიათ;

– პირველი კორპუსის ეზოში ძაღლების შეყვანა აუკრძალიათ;

– კეკელიძის ლობიანი 1.80 გამხდარა;

– ტუალეტში ქაღალდი და საპონი მოუტანიათ;

– დამლაგებლები სტუდენტებს აღარ ლანძღავდნენ!

– დაცვა სტუდენტებს ფანჯრის რაფებზე ჯდომას აღარ უშლიდა;

– პირველი კორპუსის უკან ლუდს აღარავინ სვამდა (ეს უკანასკნელი გადასაზუსტებელია, რადგან მე დღის პირველ ნახევარში ვიყავი და შესაძლოა საღამოსკენ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს).

ვდგავარ ახლა სიყრმეწართმეული და თავზე ახალგაზრდობაჩამომხობილი და რომელი ერთი ვიგლოვო არ ვიცი. მე მგონი ყველაზე მეტად მაინც კეკელიძის ლობიანის ამბავი მეტკინა…

P.S. სამაგიეროდ მაღლივში არ შეცვლილა არაფერი ჩემი კიარა, დედაჩემის და შესაძლოა პაპაჩემის სტუდენტობის მერეც. საბუთებს ისევ ჩაბნელებული არქივის მტვრიან თაროებზე შემოლაგებულ საქაღალდეებში ეძებენ, სტუდენტების სიები ისევ იმ მწვანე რვეულებში უწერიათ “ტეტრად” რო აწერია, მაგიდებზე ისევ “ჩოთქები” და მრგვალ ციფერბლატიანი ტელეფონები უდგათ და ელექტრონულ ბაზას თუ უხსენებ სათვალეების ზემოდან ავად გიყურებენ. სულ ველოდი რო რომელიმე კარიდან ამხანაგი სტალინი თუ არა, ვაჟა ზაზაევიჩი მაინც გამოვიდოდა.

ავტორი: თაკო მათეშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები