თსუ-ის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლით სარგებლობისთვის რეგისტრაცის ვადები დადგინდა

აქტუალური

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლებით სარგებლობის მსურველებმა 30 ოქტომბრის 11.00 საათიდან 3 ნოემბრის 23.00 საათამდე უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია სტუდენტის პორტალზე sms.tsu.ge, lms.tsu.ge.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, სტუდენტების ახალ საერთო საცხოვრებელში ლისზე, 320 ადგილიდან დაახლოებით 200 ადგილზე მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სოციალურად დაუცველი და შეჭირვებული სტუდენტები გადანაწილდებიან.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 225 75 50

შეგახსენებთ, რომ სტუდენტური საცხოვრებლის აშენების სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 5 250 777 ლარი შეადგინა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები