ჟურნალისტის ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის EDU.ARIS.GE–ზე!

დასაქმება

საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი EDU.ARIS.GE აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის თანამდებობაზე სრული განაკვეთით და ეძებს ახალგაზრდა, გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს, მათ შორის სტუდენტს ან მაგისტრანტს.

  იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼ 

საქმიანობის აღწერა:

  • ბეჭდური მასალების მომზადება განათლებისა და მის მონათესავე (რედაქტორის დავალებით) თემატიკაზე – ნიუსი, რეპორტაჟი.
  • მაძიებელს უნდა შეეძლოს, წარმოადგინოს მის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწერილი ნებისმიერი ტიპის/თემაზე სტატიების, რეპორტაჟების ან სხვა მასალების ინტერნეტ-ბმულები ან ფაილები.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ჟურნალისტიკის ან სხვა შესაბამის სფეროში;
  • აუცილებელია გასვლით ღონისძიებებზე, ანონსი/ბრიფინგი/აქცია მუშაობის გამოცდილება, რაც გულისხმობს ნიუსის ადგილიდან მოწოდების სისხარტესა და ხარისხის შენარჩუნების უნარს. (თქვენი CV არ განიხილება, თუკი ვერ აკმაყოფილებთ ამ ტიპის მასალების მომზადებისთვის დაწესებულ მოთხოვნებს).

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: გასაუბრების საფუძველზე და ურთიერთშეთანხმებით.
ვაკანსია გულისხმობს საცდელ პერიოდს, რომელიც ასევე ანაზღაურებადია.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 20 ნოემბერი, 2017წ.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით, ასევე მინიმუმ 2 ვრცელი სტატია, რომელიც გამოქვეყნდა თქვენი ავტორობით შემდეგ მისამართზე: jur-cv@aris.ge.

გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმე სამოტივაციო წერილის და სტატიების გარეშე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები