9 რამ, რაც თქვენს ცხოვრებას გაცილებით მარტივს გახდის

საინტერესო ფაქტები

ჩვენგან დამოუკიდებლად თუ ზოგჯერ ჩვენი ჩართულობით ცხოვრება გვირთულდება/გვიძნელდება. თუმცა, იმისთვის, რომ ცხოვრება უფრო მარტივად შევძლოთ, მთავარ რაღაცებზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼

შეადგინეთ სია – არაა აუცილებელი პერფექციონისტი იყო… საყიდლებზე წასვლისას არ დაგავიწყდეთ სიის შედგენა – ასეთი მიდგომით არ გამოგრჩებათ არაფერი და ფულსაც დაზოგავთ. ბევრი საქმე გაქვთ უახლოეს დღეებში? ჩამოწერეთ! სია დაგეხმარებათ თავი ზედმეტი საფიქრალისგან გაინთავისუფლოთ, მოეშვათ და ბედნიერი იყოთ.

გათავისუფლდით წარსულისგან – იზრუნეთ აწმყოზე. სანამ წარსულზე ფიქრობთ, ახალ ცხოვრებას ვერ დაიწყებთ. თუ წარსულის მოგონებებზე ჩაიციკლებით, რეალურ ცხოვრებაში ბევრ მნიშვნელოვან რაიმეს გამოტოვებთ.

გაამახვილეთ ყურადღება ფერებზე – ფერებს ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი მდგომარეობაზე გავლენა აქვს. წითელი ფერი ენერგიით მთელი დღის განმავლობაში აგავსებთ. ცისფერი სიმშვიდეს მოგიტანთ. გარშემო საყვარელი ფერები იქონიეთ.

უსმინეთ საკუთარ სხეულს – გეჩვენებათ რომ ზურგი გტკივათ? – ეს ჯდომითი რეჟიმის დამსახურებაა. უსმინეთ სიგნალებს, რომლებსაც სხეული გიგზავნით. პერმანენტული დაღლილობა მიზეზი არის ის, რომ იმას არ აკეთებთ რაც გსურთ ან არასწორად მოქმედებთ.

შეადგინეთ გეგმები – დაგეგმეთ მომავალი ზაფხული ან ფულის დაგროვების გეგმა, მოამზადეთ უცნაური კერძი, რომლითაც ოჯახის წევრებს გააოცებთ. გეგმები და ოცნებები ცხოვრებაში სასიამოვნო გარდატეხას მოახდენს.

იხალისეთ ცხოვრებით – შეაქეთ საკუთარი თავი იმ კარგი ქმედებებისთვის, რაც დღის განმავლობაში ჩაიდინეთ. თუნდაც ის, რომ დროულად მიხვედით სამსახურში. – შესანიშნავია! გაუმეორეთ საკუთარ თავს.

იხალისეთ ცხოვრებით – შეაქეთ საკუთარი თავი იმ კარგი ქმედებებისთვის, რაც დღის განმავლობაში ჩაიდინეთ. თუნდაც ის, რომ დროულად მიხვედით სამსახურში. – შესანიშნავია! გაუმეორეთ საკუთარ თავს.

საკუთარ თავს დრო დაუთმეთ – საკუთარ თავს კვირაში ერთი დღე მაინც მიუძღვენით. ამ დღეს სხვა საქმეები არ უნდა შეასრულოთ და მხოლოდ თქვენთვის გამოიყენოთ. ერთი დღით დაივიწყეთ “მე უნდა…” და გაიხსენეთ: “მე მინდა…”

აირჩიეთ გარშემომყოფები – გათავისუფლდით იმ ადამიანებისგან, რომლებთან ურთიერთობაც დისკომფორტს გიქმნით. ახლო, საყვარელი ადამიანები სიცოცხლის ენერგიას გმატებენ. თუ გარშემო ცხოვრებით უკმაყოფილო პესიმისტები ან ენერგოვამპირები გყავთ, საკუთარი ცხოვრების დალაგება შეუძლებელი გახდება.

წყარო: okmagazine.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები