ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია „ოდისეა“ 2016 წლიდანარის წარმოდგენილი წიგნის ბაზარზე. ოდისეას ძირითად საქმიანობას წიგნების და უნიკალური გამოცემების რეალიზება წარმოადგენს. კომპანია სამუშაოს მაძიებლებს სთავაზობს გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებით პროფესიული და კარიერული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას, ეფექტური გაყიდვების სრულ სატრენინგო კურსს და გამოცდილი მენეჯერების დახმარებით პროფესიულ განვითარებას.

კომპანია “ოდისეა” აცხადებს ვაკანტურ ადგლს ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ჩვენი უპირატესობები:
მოქნილი სამუშაო გრაფიკი (10:00 სთ – 16:00 სთ / 16:00 სთ – 22:00 სთ);
თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი;
გუნდური და სასიამოვნო სამუშაო გარემო;
პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება;
ფიქსირებული და საბონუსე ანაზღაურება;

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

  • სატელეფონო ზარების მეშვეობით მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი ინტერესების დადგენა და შეთავაზებული პროდუქტით დაინტერესება;
  • მომხმარებელთა ბაზების კონტროლი, მუდმივი ზრუნვა ორგანიზაციის მიმართ მათი კეთილგანწყობის შენარჩუნებისა და ზრდისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია);
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

გამართული და დახვეწილი მეტყველებისუნარი;
კომუნიკაბელური;
თავდაჯერებული;
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზეორიენტირებული;
პუნქტუალური, მოწესრიგებული;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@odisea.ge, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ქოლ-ცენტრის ოპერატორი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

ბოლო ვადაა: 20 ნოემბერი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები