Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორ ავიმაღლოთ თავდაჯერებულობა გასაუბრების წინ?!

როგორ ავიმაღლოთ თავდაჯერებულობა გასაუბრების წინ?!
November 11
14:48 2017

ალბათ, ყველასთვის ნაცნობი გრძნობაა გასაუბრების წინ ნერვიულობა. აჩქარებული გულისცემა, სახეზე გამოხატული დაძაბულობა, უამრავი აზრი და ა.შ. ეს შიში დიდად არ განსხვავდება იმ შეგრძნებისგან რასაც, მაგალითად, თვითმფრინავიდან პირველად გადმოხტომისას განიცდი.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

მოკლედ, ასე არაფერი არ გამოვა! თავი ხელში უნდა აიყვანოთ და მთელი თქვენი ყურადღება ამ 5 მარტივ რჩევაზე გაამახვილოთ.

გამოდით ილუზიებიდან

ადამიანის ტვინის ფუნქციონირების მთავარი მიზანია საშიშროების მინიმუმამდე დაყვანა და გამარჯვების ალბათობის გაზრდა. ანუ ისეთ შემთხვევებში, როდესაც უცნობია, რა შედეგები მოყვება ჩვენს ამა თუ იმ მოქმედებას, ტვინი ავტომატურად თავდაცვის რეჟიმს მიმართავს.

“ვერასოდეს მოვეწყობი სამსახურში”, “არ გამიმართლებს”, “იქნებ მენეჯერს არ მოვეწონო”, “აქ ნაცნობებს უფრო უმართლებთ”, – არც ეს ფრაზები იქნება თქვენთვის უცხო.

კრიზისული სიტუაციებისთვის თვალის გასწორება ერთადერთი გამოსავალია იმისათვის, რომ გამოიმუშავოთ ის თავდაჯერებულობა, რაც გასაუბრებისთვის გჭირდებათ.

ფოკუსირდით თქვენს უპირატესობებზე

წინა ფლანგზე წამოწიეთ თქვენი ძლიერი მხარეები. თუ ამ მდგომარეობას მიაღწევთ, მაშინ საკუთარი თავის სრულ რეალიზებასაც შეძლებთ. ამ დროს როგორც წესი ხდება 2 რამ: პირველ რიგში, მაქსიმალურად იყენებთ ყველა თქვენს დადებით შესაძლებლობას და მეორე, არ აძლევთ შიშსა და მღელვარებას თავდაჯერებულობის შერყევის საშუალებას.

გასაუბრების დროს ორივე ფაქტორი გაძლევთ იმის გარანტიას, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

სცადეთ შემდეგი სავარჯიშო: დაჯექით და დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ, რომ ყველანაირი დაბრკოლებისგან თავისუფლდებით. კარგად გაითავისეთ ეს ყველაფერი, რომ აღმოაჩინოთ სხეულის კონკრეტულად, რომელი ნაწილიდან მოდის ეს ენერგია და ძალა. შეიძლება იყოს ტვინი, გული, მუცელი ან თუნდაც თითები. შემდეგში როდესაც ისევ დაგჭირდებათ თავდაჯერებულობა უბრალოდ გააკეთეთ ფოკუსი იმ ნაწილზე საიდანაც იღებთ ძალას.

ისუნთქეთ თანაბრად და მშვიდად

ნერვიულობა ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელიც რისკებსა და რთულ სიტუაციებზე რეაგირებს. ამ დროს, გარდა ნერვებისა, ერთვება გული, გიჩქარდებათ პულსი, გიოფლიანდებათ ხელის გულები და რა თქმა უნდა გეფანტებათ აზრები. ასეთ მდგომარეობაში იზრდება მარცხის ალბათობა. აუცილებელია დამცავი კედლის აღმართვა. აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრის ერთერთი იდეალური წამალი სუნთქვაა.

როგორც კი გასაუბრების წინ შეატყობთ, რომ იწყებთ ნერვიულობას მაშინვე გადაიტანეთ მთელი ყურადღება სუნთქვაზე. დაუკვირდით, როგორ გადაადგილდება ჟანგბადი მთელ თქვენს სხეულში, მოუსმინეთ მას. ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ, ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ…

სუნთქვის სისტემაზე დაკვივრვება და სუნთქვითი ვარჯიშები მოგიხსნით დაძაბულობას და დაგიბრუნებთ თავდაჯერებულობას.

მზად იყავით უარისთვის

სამსახურში უარი ნამდვილად ცუდია. ამ დროს იწყებენ თამაშს ეჭვები. ანუ ისეთი კარგიც არ ხართ, როგორც გგონიათ ხოლმე?! იწყებთ საკუთარი თავისთვის კითხვების დასმას, რა შეგეშალათ, ან რა თქვით ისეთი, რომ მენეჯერს არ მოეწონა. ამ პატარა წარუმატებლობას პირდაპირ იერიში მიაქვს თავდაჯერებულობაზე.

სინამდვილეში, უარი არ უნდა ნიშნავდეს სამყაროს დასასრულს. ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ თქვენ კარგი არ ხართ.

მეორედ, მესამედ… არაუშავს, აუცილებლად აინაზღაურებთ. მთავარია თქვენ არ დააყენოთ საკუთარი შესაძლებლობები ეჭვქვეშ. მიუდექით მარტივად, ეს უბრალოდ არ იყო თქვენთვის შესაფერისი სამსახური, ნახავთ სხვას.

ნუ მისცემთ უკმეხ უარს იმის საშუალებას, რომ შეარყიოს თქვენი ღირსება.

შეიქმენით განწყობა. ზოგჯერ, გასაუბრებაზე იმ განწყობით მიდიხართ, რომ აუცილებლად გაგაკრიტიკებენ და რაღაცაში გამოგიჭერენ.

რეალობა სულ სხვანაირია, მიგიწვიეს არა იმიტომ, რომ გამოგიჭირონ არამედ იმიტომ რომ მოეწონათ თქვენი რეზუმე. მოგიწვიეს იმიტომ, რომ უნდათ თქვენი გაცნობა. სერიოზულად, არავის უნდა თქვენი განერვიულება და იმის ნახვა როგორ კანკალებთ.

გჯერათ თუ არა, ისინი თქვენს მხარეზე არიან. სურთ ბოლომდე დარწმუნდნენ თქვენს შესაძლებლობაში და ნახონ, როგორ მოერგებით სამუშაო გუნდს. დამსაქმებლის უპირველესი ამოცანაა, შესთავაზოს სამსახური ღირსეულ ადამიანს. ამიტომ ყოველთვის აღიქვით ისინი, როგორც თქვენი მოკავშირეები.

ვიმედოვნებთ, ამ ხუთი მარტივი ხერხის გათვალისწინების შემთხვევაში, თქვენი თავდაჯერებულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, გახდებით უფრო ძლიერები და კარგად მომზადებულები სერიოზული გასაუბრებებისთვის. იქნებით დარწმუნებული, რომ გაქვთ გონება, შესაძლებლობა, მოხერხებულობა ანუ, მოკლედ, ყველაფერი რაც ნებისმიერ სამსახურს სჭირდება.

წყარო: marketer.ge

98 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
November 2017
M T W T F S S
« Oct    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930