კინომოყვარულების რჩეული 10 განსაკუთრებული ფილმი

თავისუფალი დრო

ხშირად ტარდება გამოკითხვა – თუ რომელი ფილმია საყვარელი კონომოყვარულებისთვის. აქ კი პასუხები განსხვავებულია ჟანრის, ინტერესებისა და პრადი შეხედულებების მიხედვით. თუმცა ზოგჯერ შედეგები რაღაც კანონზომიერებას მიყვება, რითაც შეგვიძლია დავასახელოდ მაყურებლისთვის გამორჩეული ფილმები. დღეს შემოგთავაზებთ 10 განსაკუთრებულ ფილმს, რომლებიც გამოკითხულთა უმრავლესობამ რჩეული ფილმების ჩამონათვალში დაასახელა.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

FIGHT CLUB – უძილობით შეპყრობილი მამაკაცი და საპნების გაყიდვების მენეჯერი, მამაკაცურ აგრესიას ახალ, შოკურ თერაპიად გარდაქმნიან. ეს კონცეფცია პოპულარობას იხვეჭს. იატაკქვეშა “მებრძოლთა კლუბები” ყველა ქალაქში ყალიბდება.

SU VE ATES (WATER AND FIRE) – ეს ამბავი მოგვითხრობს ჰასმეტის სიყვარულზე. ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა არაფრად ჩააგდოს აღმოსავლეთ დაუწერელი კანონები და იამუნზე გულუბრყვილო და უცოდველი გოგონას, რომელმაც პრაქტიკულად არაფერი იცის ცხოვრების მწარე და მკაცრი რეალობის შესახებ.

THE USUAL SUSPECTS – ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი და თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივი დანაშაული.

AN INSPECTOR CALLS – ფაბრიკის მფლობელი ბერლინგის ოჯახში საზეიმო მიღებაა, ქალიშვილის ნიშნობის აღსანიშნავად. მოულოდნელად სტუმრად მოდის პოლიციის ინსპექტორი. ის დამსწრეთ ატყობინებს, რომ ცოტა ხნის წინ სავადმყოფოში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი. სავარაუდოდ მან თავი მოიკლა. ინსპექტორი ადანაშაულებს ბირლინგის ოჯახს გოგონას სიკვდილში.

THE PAINTED VEIL – ბრიტანელი მედიცინის დოქტორი ჩინეთის პატარა სოფელში ხოლერის ეპიდემიას ებრძვის, სადაც უიღბლო ქორწინებაში მყოფი, თავის მოღალატე ცოლთან ერთადაა გამომწყვდეული.

THE HUNT – ბაღის პეადაგოგს ბრალს დებენ სექსუალურ ძალადობაში თავის მოსწავლეზე.

FATHERS AND DAUGHTERS – მამისა და ქალიშვილის ურთიერთობის ისტორია, რომლებიც მანჰეტენზე ცხოვრობენ. დაქვრივებული კაცი ცდილობს 5 წლის გოგონა გაზარდოს, მისთვის ეს არც თუ ისე მარტივია.

CAFé DE FLORE – სიყვარულისა და ვალდებულების ორი ისტორია, რომელიც ერთმანეთისგან ოთხი დეკადითაა დაშორებული მარკ ვალეს დრამაში. 2011 წელი – ანტუანს ისეთი ცხოვრება აქვს, როგორსაც ბევრი ინატრებდა. ის მონრეალში ცხოვრობს და ღამის კლუბის პოპულარული დიჯეია, ულამაზესი მეგობარი ქალი-როუზი და ორი ჯანმრთელი ქალიშვილი ჰყავს. მიუხედავად ამისა, როუზი ანტუანის პირველი სიყვარული არ არის, ის ჯერ კიდევ მისი შვილების დედით -კეროლითაა გატაცებული.

THE SHACK – ფილმის მთავარი გმირის ცხოვრებაში მისტიური მოვლენები ხდება. ტრაგედიის შემდეგ იგი ყოვლისშემძლესაგან იღებს გამოწვევას შეხვდეს განმარტოვებულ ადგილას.

THE BEST OFFER – ვირჯილ ოლდმენი, მსოფლიოში ცნობილი ანტიკვარის ექსპერტი და აუქციონების წამყვანია. მას არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა, ცდილობს დისტანცია დაიცვას და განმარტოებით ცხოვრობს. ერთხელაც მას მდიდრული ვილის მფლობელი, უცანური დაავადებით შეპყრობილი გოგონა დაიქირავებს ქონების შესაფასებლად.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები