„ჩემი სტუდენტების დაახლოებით 20-30% უნივერსიტეტიდან დღესვეა გასარიცხი“ – ლევან ბერძენიშვილი

განათლება

„ჩემი სტუდენტების დაახლოებით 20-30% უნივერსიტეტიდან დღესვეა გასარიცხი იმ საბუთით, რომ ვეღარსად ვერასოდეს ვერ მოხვდნენ. საინტერესოა როგორ გახდნენ ისინი სტუდენტები, რა სისტემაა ჩამოყალიბებული“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა EDU.ARIS.GE-სთან განათლების სამინისტროში განხორციელებული ცვლილებების შეფასებისას ისაუბრა.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

„ვინც სკოლა იმდენად დააკნინა რომ სკოლის ნიშანს კი არა, სკოლის დამთავრებასაც არ აქვს აზრი, იმან მოსპო განათლების სისტემა. პირველ კურსზე თუ მოვა ადამიანი, რომელიც ძ-ს და ხ-ს ერთმანეთში ურევს, იმისაგან არასოდეს არაფერი დადგება თუნდაც ქართულში აკაკი შანიძე დავახვედროთ და მათემატიკაში მუსხელიშვილი. სკოლის წლებს ვერავინ აანაზღაურებს.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიცი, სტუდენტები მყავს და ჩემი სტუდენტების დაახლოებით 20-30 % უნივერსიტეტიდან დღესვეა გასარიცხი იმ საბუთით, რომ ვეღარსად ვერასოდეს ვერ მოხვდნენ. საინტერესოა როგორ გახდნენ ისინი სტუდენტები, რა სისტემაა ჩამოყალიბებული. თუ ეს მინისტრი ვერ მოერევა განათლების იმ სისტემას, რომელიც სტუდენტად ხდის ყველას, ვისაც არ ეზარება, თუ ვერ შეცვლის მაია მიმინოშვილის აშენებულ კონგლომერატს, რომელიც თავის დროზე კარგი იყო, მაგრამ ბოლოს ამ შედეგამდე მიგვიყვანა, წარმატების არაფერი შანსი არ ექნება.

მას სტრუქტურული მტრები ჰყავს – შეფასების სისტემა. მიმინოშვილის სამსახური გარდაქმნის ობიექტია. იქ ყველაფერი უნდა გამოიცვალოს. ასევე მთლიანად შესაცვლელია მასწავლებლთა შეფასების სისტემა და ის ცირკი, რასაც საქართველოში 200 უმაღლესი სასწავლებლის არსებობა ჰქვია. რომელთაც არ აქვთ სკამი, მერხი, კალამი ცარცი და დაფა, მაგრამ აქვთ ავტორიზაცია და აკრედიტაცია. ყველგან ყალბია სწავლა, დიდი სამუშაოა და ყველაფერი მოსაწესრიგებელია“, – აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები