უდიდესი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ კარიერასა და ცხოვრებაში

საინტერესო ფაქტები

კარიერის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ დასაქმებულთა 49% მზადაა პირველივე შეთავაზებას დათანხმდეს. 35 წელზე ახალგაზრდა ადამიანებისათვის, რომლებიც გამოუცდელები არიან მოლაპარაკების წარმოებაში, ეს მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია. საწყისი პოზიცია და ანაზღაურება განაპირობებს თქვენს განვითარების გზას, რაც ნიშნავს, რომ თქვენი პირველი შეცდომა შესაძლოა მოგევლინოთ დამაბრკოლებელ ფაქტორად, დიდი ხნის განმავლობაში.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

თუ თქვენ შეგიძლიათ მოიცადოთ რამდენიმე წელი მანამ, სანამ შეასრულებთ იდეას, თქვენი პროდუქტის ხარისხი, ისევე, როგორც თქვენი ცხოვრების ხარისხი, შესაძლოა საგრძნობლად გაიზარდოს. თქვენ ზუსტად უნდა იცოდეთ რა გინდათ, სანამ იმოქმედებთ, სხვა შემთხვევაში, თქვენ დათანხმდებით პირველივე შემოთავაზებას, რომელსაც მიიღებთ და შესაძლოა, მისი გატარება თქვენთვის არც თუ ისე ხელსაყრელი აღმოჩნდეს. დანამდვილებით უნდა იცოდეთ, რატომ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ. სანამ ამას არ იზამთ, თქვენი ყურადღების მეტი წილი დაეთმობა გარეგნულ ფაქტორებს, იმას, რომ გამოიყურებოდეთ კარგად და არა აკეთოთ ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმე.

ადამიანთა უმეტესობას არ შეუძლია ლოდინი

ცნობილ Stanford Marshmallow-ს ექსპერიმენტში, ოთხი წლის ბავშვებს შესთავაზეს ამოერჩიათ ორეოს ორცხობილას, ზეფირსა და ტკბილ ჩხირებს შორის ერთ-ერთი. მათ უთხრეს, რომ თუ დაიცდიდნენ 15 წუთს და ასე ვთქვათ, დაძლევდნენ ცდუნებას ამ დროის განმავლობაში, ისინი შეძლებდნენ მეორე ტკბილეულის დაგემოვნებასაც. ბავშვები, რომლებმაც შეძლეს ლოდინი, მიიღეს 100%-ით გაზრდილი სარგებელი. კვლევის შემდეგ ეტაპზე, ხდებოდა ამ ბავშვებზე დაკვირვება ზრდასრულ ასაკში. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც დაძლიეს ცდუნება და თავი შეიკავეს მოთხოვნილების მყისიერი დაკმაყოფილებისაგან, გახდნენ გაცილებით წარმატებულები ცხოვრების ყველა სფეროში, ვიდრე ისინი, ვინც მაშინვე გასინჯეს ტკბილეული. ჩვენ ყველას გვსმენია ან გვიფიქრია ამის შესახებ, თვითკონტროლსა და დაფიქრების აუცილებლობაზე, თუმცა, ადამიანთა უმეტესობა მაინც ინარჩუნებს იმპულსურობას ამა თუ იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას, რაც, თავის მხრივ, მცირე და ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილებების იმპულსურად მიღებით ჩამოყალიბებულ ჩვევასაც შეგვიძლია დავაბრალოთ.

არასწორი მოტივაციები

ძირითადი მიზეზი, რის გამოც ადამიანები კრახს განიცდიან, ცხოვრებაზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილებების მიღებისას, არის ის, რომ უმეტესად, მათ არ იციან რა უნდათ. თუ თქვენ არ იცით რა გსურთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი შემოთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი, თუმცა, მხოლოდ გარეგნულაად. როდესაც თქვენ იწყებთ წარმატებულ საქმიანობას, თქვენს გზაზე მეტი შესაძლებლობა ჩნდება. თუ თქვენ დაზუსტებით არ იცით რა შეგიძლიათ და რა არა, რას წარმოადგენთ და რას არა, თქვენ იქნებით მერყევი. ადამიანთა უმეტესობას არ აქვს დანამდვილებით გადაწყვეტილი რა უნდა, შესაბამისად, მათი პირველადი მოტივაცია იქცევა გარეგან მახასიათებლად. ეს გავს უადგილო და არაგულწრფელ სიცილს, რომელსაც თქვენი ორგანიზმი მხოლოდ მიმიკის დონეზე ასრულებს და მას საფუძვლად არ უდევს შინაგანი იმპულსი, გრძნობა.

რატომ გინდათ აკეთოთ ის რასაც აკეთებთ?

The Obstacle is the Way-ს ავტორი რაიან ჰოლიდეი ამბობს, რომ ადამიანები წერენ წიგნს ორი მიზეზით: 1. მიიღონ წიგნი; 2. დაწერონ წიგნი, რომელსაც მომავალშიც ბევრი წაიკითხავს. მრავალი ადამიანი ცდილობს განვითარდეს სამწერლო კარიერაში. ისინი მსხვერპლად შესწირავდნენ გრძელვადიან მიზანს ავტორად გახდომის შესაძლებლობას ახლა. იგივე ხდება სხვა სფეროებშიც, მაგალითად, როცა უნდათ ბიზნესის დაწყება. სულსწრაფობა აშორებს მათ მნიშვნელოვანი მიზნისგან.

მყისიერი დაკმაყოფილების გადადების უპირატესობები

უმეტესობისგან განსხვავებით, ჰოლიდეიმ დაძლია მოუთმენლობა. ის რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა წიგნზე და პარალელურად, იძენდა ახალ გამოცდილებასა თუ ცოდნას სხვადასხვა სფეროში.

  • თქვენ, თუ გჯერათ, რომ შეგიძლიათ შექმნათ რაღაც ბიძგის გამომწვევი და მამოძრავებელი?
  • სანამ ბიზნესს დაიწყებდეთ, დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ ნამდვილად შეგიძლიათ შექმნათ რაღაც მნიშვნელოვანი?
  • გჯერათ საკუთარი თავის?
  • რა თქმა უნდა, თქვენ გჯერათ რომ შეგიძლიათ შექმნათ რაღაც. თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც რეალურზე, ხარისხიანსა და სასარგებლოზე. გჯერათ თუ არა რომ თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება?

ტონი რობინსმა თქვა: „ცხოვრება გვაძლევს იმას, რასაც ვითხოვთ მისგან, არც მეტსა და არც ნაკლებს”. თქვენ იღებთ ცხოვრებაში იმას, რისი მიღებაც შეგიძლიათ. ეს ყველაფერი თქვენს პერსონალურ სტანდარტებზეა დამოკიდებული. ადამიანთა უმეტესობა იღებს ნაკლებს ცხოვრებისგან, ვიდრე მისი პოტენციალი აძლევს ამის საშუალებას, რადგანაც მათ აქვთ დაბალი სტანდარტები საკუთარ თავთან მიმართებაში. შესანიშნავი ჯილდო მყისიერი დაკმაყოფილების გადადებისათვის არის განვითარებული და დაფიქრებული საკუთარი თავი. ეს არ ეხება მხოლოდ თქვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს, არამედ იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ იქცეთ ადამიანად, რომელიც მაღალ დონეზე შეასრულებს ამა თუ იმ საქმეს. თქვენი განვითარება განსაზღვრავს შესრულებული სამუშაოს ხარისხს. თქვენი შესრულებული სამუშაო კი გავლენას ახდენს სხვების ცხოვრებაზე.

გზა გვიჩვენებს
ბიზნესების უმეტესობა წარუმატებლობას განიცდის მაშინ, როცა ზრდას იწყებს. ბევრი მათგანი აღელვებულია მომავლის შესაძლებლობებით და ვერ ახერხებს შეინარჩუნოს ტექნიკური და ორგანიზატორული მობილიზება ზრდის მხარდამხარ. ამ საკითხზე გრეგ მაკეუნმა თქვა: „რატომ არ იქცევიან წარმატებული ორგანიზაციები თუ ადამიანები ავტომატურად ძალიან წარმატებულებად? წარმატება არის მარცხის კატალიზატორი.” თქვენ უნდა დააბალანსოთ: 1. თქვენი სამომავლო გეგმები 2. ძირითადი სამუშაოს შესრულების და გაუმჯობესების პარალელურად და 3. საქმეების სწორი მენეჯმენტის შენარჩუნებით.

წყარო: marketer.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები