ევროპის კოლეჯის სრული სტიპენდიები სამაგისტრო პროგრამებზე

გაცვლითი პროგრამები

ევროპის კოლეჯი საქართველოს სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს სთავაზობს სრულ სტიპენდიებს ევროპათმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად ბრიუგესა (ბელგია) და ვარშავაში (პოლონეთი).

   გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

სტიპენდია მოიცავს:
სწავლების სრული საფასური, სტუდენტური საცხოვრებელი, კვება, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობა, ყოველთვიური სტიპენდია.

სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • სააპლიკაციო დოკუმენტების ჩამონათვალი:
  • ენების ცოდნის დამადასტრურებელი დოკუმენტი (ინგლისური – B2, ფრანგული – B1)
  • სამოტივაციო წერილი (მაქს. 600 სიტყვა)
  • 2 რეკომენდატორის (უნივერსიტეტის პროფესორი) სახელი და ელ-ფოსტის მისამართი
  • CV ევროპასის ფორმატში
  • დიპლომ(ებ)ის ასლი – ორიგინალის ენაზე და თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე (თუ ჯერ არ ფლობთ ხარისხს, მოპოვებისთანავე უნდა გააგზავნოთ ელ-ფოსტის საშუალებით)
  • ნიშნების ამონაწერის ასლი – ორიგინალის ენაზე და თარგმანი ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე
  • პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
  • საპასპორტე ფოტოსურათი

განაცხადის გაკეთება ხდება ელექტრონულად ამ ბმულზეგანაცხადის გაკეთების ბოლო ვადაა 17 იანვარი, 2018წ.

შერჩევის პროცესი მოიცავს ორ ეტაპს განაცხადების გადარჩევასა და გასაუბრებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი და ბმული.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები