როდის იწყება 2017-18 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები უნივერსიტეტებში – განრიგი

თავისუფალი დრო

საქართველოში არსებული  უმაღლესი სასწავლებლები არდადეგების ვადებს ინდივიდუალურად განსაზღვრავენ. ბაკალავრიატის სტუდენტების დაინტერესების გათვალისწინებით, STUDINFO.GE-მ სხვადასხვა უნივერსიტეტის 2017-2018 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგების დაწყებისა და დასრულების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა. იხილეთ 2017-18 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგების განრიგი:

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სააუდიტორიო მეცადინეობები 30 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. დასკვნითი გამოცდებისთვის კი 9 იანვრიდან 3 თებერვლამდე პერიოდია ჩანიშნული. რაც შეეხება ზამთრის არდადეგებს, იგი 2 ნაწილადაა გაყოფილი – 31 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით სტუდენტები საახალწლო-საშობაო არდადეგებს მოიყობენ, ხოლო 18 თებერვლიდან 4 მარტამდე ზამთრის არდადეგებით ისარგებლებენ. სწავლა უნივერსიტეტში 5 მარტიდან განახლდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საშობაო არდადეგები ილიაუნის აკადემიური კალენდარის მიხედვით, ყველა სტუდენტისთვის 25 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. რაც შეეხება საგამოცდო პერიოდს, კალენდარში ის საბაკალავრო, დიპლომირებული სპეციალისტის და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისათვის 22 იანვრიდან 17 თებერვლის ჩათვლითაა ჩანიშნული. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის კი გამოცდები 29 იანვრიდან 24 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ილიაუნიში გაზაფხულის სემესტრი საბაკალავრო, დიპლომირებული სპეციალისტის და პროფესიული პროგრამების სტუდენტებისათვის 5 მარტს დაიწყება, 12 მარტს კი სწავლა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის განახლდება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრის დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 2018 წლის 19 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით. სტუდენტებს საშობაო და ზამთრის არდადეგები ექნებათ 2018 წლის პირველი იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით და 2018 წლის 5 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით. რაც შეეხება გაზაფხულის სემესტრის სააუდიტორიო მეცადინეობების განახლებას, უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სავარაუდოდ 2018 წლის 12 მარტიდან აღდეგბა (როგორც გვითხრეს ჯერ ბრძანება არ გამოსულა).

აგრარული უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით საახალწლო დასვენების დღეებია. რაც შეეხება ზამთრის არდადეგებს, აგრარული უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის არდადეგები 26 თებერვლიდან 11 მარტამდე გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი 19 მარტიდან განახლდება. უნივერსიტეტის მე-2-3-4 კურსის სტუდენტებს ზამთრის არდადეგები 5 თებერვლიდან 25 თებერვლის ჩათვლით ექნებათ, ახალი სემესტრი კი 5 მარტს დაეწყებათ. მაგისტრანტებისთვის ზამთრის არდადეგები 12-დან 25 თებერვლის ჩათვლით გარძელდება, ხოლო სწავლას ახალი სემსტრიდან  5 მარტს შეუდგებიან.

თავისუფალი უნივერსიტეტის პირველკურსელებისთვის, აკადემიური კალენდრის მიხედვით, 19 თებერვლიდან 4 მარტამდე ზამთრის არდადეგების პერიოდია. სასწავლო პროცესი კი 12 მარტს განახლდება. რაც შეეხება თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის დანარჩენი კურსის სტუდენტებს, მათ არდადეგები 29 იანვრიდან 18 თებერვლამდე ექნებათ. ახალი სემესტრი კი 26 თებერვალს დაიწყება. ბაკალავრის საფეხურზე მყოფი ყველა სტუდენტი საახალწლო არდადეგებით 1-ლი იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით ისარგებლებს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის საგამოცდო განრიგი:

ძირითადი გამოცდები: 25 დეკემბერი – 30 დეკემბერი, 8 იანვარი – 20 იანვარი;
საახალწლო არდადეგები: 31 დეკემბერი – 7 იანვარი;
დამატებითი გამოცდები: 22 იანვარი – 27 იანვარი;
გაზაფხულის სემესტრი დაიწყება 26 თებერვალს.

რაც შეეხება სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათ ძირითადი გამოცდები 22 იანვარიდან 10 თებერვლის ჩათვლით ექნებათ. დამატებითი გამოცდები კი 12 თებერვალიდან 17 თებერვლის ჩათვლით. გაზაფხულის სემესტრი მათთვის დაიწყება 12 მარტს.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საშობაო არდადეგები 2018 წლის 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო დასკვნითი და დამატებითი გამოცდების შემდეგ სასწავლო პროცესი 5 მარტს განახლდება.

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საშობაო არდადეგები 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და 5 იანვარს დასრულდება. რაც შეეხება საგამოცდო პერიოდს, აკადემიური კალენდარის მიხედვით, გამოცდები 8 იანვარს დაიწყება და 26 იანვარს სრულდება. GTUNI-ში გაზაფხულის სემესტრი 2018 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 8 ივნისს დასრულდება.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში 30 დეკემბერიდან 7 იანვრის ჩათვლით საშობაო არდადეგებია, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები 29 იანვრიდან 23 ტებერვლამდე ჩატარდება, სასწავლო  პროცესი კი 5 მარტს განახლდება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სემესტრის სასწავლო პროცესი გრძელდება 14 იანვრის ჩათვლით. საშობაოდ სტუდენტები 1-ლი იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ. 15 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით პერიოდი დატმობილი აქვს საგამოცდო სესიას, სალიკვიდაციო პერიოდსა და ზამთრის სკოლას. მეორე სემესტრს სტუდენტები 26 თებერვლიდან შეუდგებიან.

ქუთაისის უნივერსიტეტში 2017-2018 აკდემიური წლის კალენდრის მიხედვით, საახალწლოდ სტუდენტები (გარდა მაგისტრატურის I სემესტრისა) პირველ და ორ იანვარს დაისვენებენ, ასევე დასვენებენ 6 და 7 იანვარს. სასწავლო პროცესი კი უნივერსიტეტში 19 თებერვალს აღდგება.

ქართულ უნივერსიტეტში (SANGU) სააუდიტორიო მეცადინეობები 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.  9 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით ძირითადი და დამატებითი გამოცდების ჩატარება და შეფასება მოხდება. საახალწლო არდადეგები კი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება – პირველიდან 8 იანვარის ჩათვლით. 8 თებერვლიდან 18 თებერვლამდე სემესტრებს შორის არდადეგებია, 29 თებერვალს კი სააუდიტორიო მეცადინეოები აღდგება.

ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის ყველა სტუდენტისა და  მაგისტრატურის მეორე სასწავლო წლის სტუდენტებისთვის აკადემიური კალენდარი ერთნაირია. სააუდიტორო მეცადინეობა 13 იანვარამდე ჩატარდება, თუმცა სტუდენტები საშობაოდ 1 იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ, ზამთრის არდადეგები კი 12 იანვრიდან 23 თებერვლამდე იქნება. სააუდიტორიო მეცადინეობები კი 26 თებერვალს განახლდება.

რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულ სტუდენტებს, პირველი სასწავლო წლის ბაკალავრიატის და პირველი სასწავლო წლის ყველა სახის მაგისტრატურის სტუდენტებს, განსხვავებული განრიგი აქვთ. მათთვის სააუდიტორო მეცადინეობა 23 თებერვალს დასრულდება, დასკვნითი გამოცდები კი 26 თებერვლიდან 9 მარტამდე გაგრძელდება. საშობაო არდადეგები მათც 1-ლი იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით ექნებათ, ხოლო ზამთრის არდადეგები 26 მარტიდან 30 მარტამდე გაგრძელდება. სააუდიტორიო მეცადინეობები მათთვის 2 აპრილს განახლდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (IBSU) ყველა სტუდენტი დაისვენებს 1-ლ, 2, 6  და 7 იანვარს. ბაკალავრის I კურსის სტუდენტებს ლექციები 29 დეკემბრის ჩათვლით ჩაუტარდებათ. დასკვნით გამოცდებს კი 8-დან 26 იანვრამდე ჩააბარებენ. ზამთრის არდადეგები კი 9-დან 26 თებერვლამდე ექნებათ, სწავლა გაზაფხულის სემესტრში 26 თებერვალს განახლდება. რაც შეეხება ბაკალავრის დანარჩენი კურსები სტუდენტებს, ლექციებს 15 დეკემბერს დაამთავრებენ, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები 26 იანვრამდე გასტანს. ზამთრის არდადეგები კი 26 იანვრიდან 12 თებერვლამდე გაგრძელდება. 12-ში განახლდება სააუდიტორიო მეცადინეობები. 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სააუდიტორიო მეცადინეობები 12 იანვრამდე გრძელდება. დასკვნით დ ადამატებით გამოცდები 15 იანვრიდან 16 თებერვლამდე პერიოდი აქვს დათმობილი. საშობაოდ სტუდენტები 1-დან 7 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ. 19 თებერვალს განახლდება სააუდიტორიო მეცადინეობები.

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ბაკალავრის სტუდენტებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობები 20 იანვარს დასრულდება; 22 იანვარიდა 10 თებერვალამდე ექნებათ ძირითადი გამოცდები, 12-23 თებერვალს კი დამატებითი გამოცდები. ბაკალავრის სტუდენტები დაისვენებენ შემდეგი გრაფიკიტ: 1-6 იანვარი და 26 თებერვალი–3 მარტი. გაზაფხულის სემესტრი კი 5 მარტიდან განახლდება. რაც შეეხებათ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის საფეხურის სტუდენტებს, ისინი 1-ლი იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, ზამთრის არდადეგები კი 27 თებერვალიდან 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. სააუდიტორიო მეცადინეობები მათთვისაც 5 მარტს დაიწყება.

რაც შეეხება მაგსიტარტურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, ისინი სწავლას 18 იანვარს დაასრულებენ. 23 თებერვლიდან (გამოცდების დასრულებიდან) კი 12 მარტამდე ზამთრის არდადეგებით ისარგებლებენ. 12-ში კი სწავლა განუახლდებათ.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში საგამოცდო პერიოდი 4-კვირიანია და 15 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. სტუდენტებს საშობაო არდადეგები 29 დეკემბრიდან 8 იავრამდე ექნებათ, ზამთრის დიდი დასვენება კი 12-დან 26 თებერვლამდე. 26 თებერვალს განახლდება ახალი საგაზაფულო სემესტრი.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (seu) 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი ასე გამოიყურება: 1-7 იანვარი – საშობაო/საახალწლო არდადეგები; 30 იანვარი- 12 თებერვალი  დასკვნითი გამოცდები ბაკალავრიატის I სასწავლო წლის კურსებისთვის; 5-17 თებერვალი – დასკვნითი გამოცდები ბაკალავრიატის II, III და IV სასწავლო წლის და სამაგისტრო კურსებისთვის; 19-21 თებერვალი – განმეორებითი გამოცდები ბაკალავრიატის I სასწავლო წლის კურსებისთვის; 20-22 თებერვალი – განმეორებითი გამოცდები ბაკალავრიატის II , III და IV სასწავლო წლის და სამაგისტრო კურსებისთვის. აკადემიურ კალენდარში ინფორმაცია გაზაფხულის სემესტრის შესახებ მოცემული არ არის.

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სტუდენტები 30 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით საშობაოდ დაისვენებენ. 8 იანვრიდან კი დასკვნით და დამატებით გამოცდებს დაეთმობა დრო 9 თებერვლის ჩათვლით. 12-18 თებერვალი არდადეგებია. 19 თებერვლიდან კი სააუდიტორიო მეცადინეობები ახლდება.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შემოდგომის სემესტრის ფინალური გამოცდები ყველა პროგრამაზე სხვადასხვა დროს არის ჩანიშნული, სავარაუდოდ დეკემბრის ბოლოს. 23 დეკემბრიდან 8 იანვარის ჩათვლით კი სტუდენტებს არდადეგები ექნებათ. მათივე ინფორმაციით, გაზაფხულის სემესტრის მეცადინეობებიც ყველა პროგრამაზე სხვადასხვა დროს განხლდება.

საქართველოს უნივერსიტეტის ბაკალავრებს ფინალურ გამოცდებს თავისი აღდგენა/გადაბარებით 18 დეკემბრიდან დაიწყებენ და 3 თებერვლამდე გააგძელებენ. გამოცდებს შორის სტუდენტები საშობაოდ 28 დეკემბრიდან 9 იანვრამდე დაისვენებენ. ზამთრის არდადეგები სულ რამდენიმე დღე – 5-დან 12 თებერვლამდე გასტანს. 12 თებერვალს სწავლა განახლდება.

რაც შეეხება მაგისტრანტების აკადემიურ კალენდარს, ასე გამოიყურება:
22.01.2018 – 27.01.2018 ნაშრომის პრეზენტაცია
29.01.2018 – 03.02.2018 ფინალური გამოცდები
05.02.2018 – 17.02.2018 აღდგენა/გადაბარება
19.02.2018 – 24.02.2017 არდადეგები

საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს 26 თებერვლიდან გაზაფხულის სემესტრის პირველი ლექცია ჩაუტარდებათ.

მასალა მომზადებულია უნივერსიტეტების მიერ მოწოდებული ინფორმაციასა და მათს ვებ-გვერდებზე განთავსებული აკადემიური კალენდრების მიხედვით. 
Studinfo.ge - სტუდენტური ამბები