როგორ შევქმნათ განსხვავებული ინტერიერი საახალწლოდ

საინტერესო ფაქტები

უკვე გადაწყვეტილი გაქვთ როგორი იქნება 2018 წლისთვის თქვენი საახალწლო მორთულობა? თქვენთვის სასურველი დეკორაციები დიდ თანხებთან ხომ არ არის დაკავშირებული?

ხშირად ჩვენი საშობაო მორთულობა და ნაძვის ხე ტრადიციულია და თან ერთნაირი. იმისთვის, რომ ყოველი ახალი წელი განსხვავებული და კრეატიული იყოს აუცილებელია სიახლე შეიტანოთ მორტულობაში. გთავაზობთ სახლში არსებული ნივთებით, იაფასიანი დეტალებითა და თქვენი კრეატიული აზროვნების დახმარებით შექმნათ სრულიად განსხვავებული საახალწლო გარემო.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ფერადი გამჭვირვალე ბოთლები და საახალწლო ნათურები განასხვავებული ნათების შექმნაში დაგეხმარებათ.

პატრა ბურთითა და გაზეთის/ფერადი ქარალდის ნაკეცებით შეძლებთ კრეატიული სათამაშოს შექმნას.

კედლის დეკორისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი ბიუშტები, რომელსაც თქვენთვის სასურველ ფორმას მისცემთ.

ფერადი ღილებით შექმნილი ნაძვის ხეები.

პლასტმასის ბოთლის ძირებითა და ფერადი საღებავებით შეძლებთ ყვავილის ფორმის, განსხვავებული სათამაშოს შექმნას.

მუყაოს ქაღალდი, ცოტა წებო, მაკარონი და წიწვები – მინიატურული კრეატიული ნაძვის ხე მზადაა.

ბუნება ყოველთვის გვანებივრებს საჩუქრებით, გირჩის დახმარებით დამზადებული დეკორი ნაძვის ხეს ძალიან უხდება.

ფერადი ლენტებით შექმნით მინიატურლ განსხვავებულ ნაძვის ხეს.

ჰელიუმის ბუშტები და წული, დამეთანხმებით, თქვენს სახლში განსხვავებულ გარემოს შექმნის.

ბაზრობებზე იყიდება სხვადასხვა ზომისა და ფერის ბუმბული, კრეატიული ნაძვის ხის იდეას კი ფოტოზე ხედავთ.

ყავის მარცვლებს სხვა დანიშნულებაც შეგიძლიათ მისცეთ.

ამავე თემაზე იხილეთ:

შეხვდით შობა-ახალ წელს სრულიად განსხვავებულად

15 კრეატიული საახალწლო იდეა

ყველა ქალაქში ასეთი უნდა იყოს ახალი წელი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები