ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია GAC, რომლის პროფილსაც წარმოადგენს ავტომობილები და მათი მომსახურება, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ფუნქცია/მოვალეობები:

  • კლიენტებისთვის პროდუქტისა და მომსახურეობის შეთავაზება (ყოველდღიურად დაგეგმილი სამუშაო გრაფიკის მიხედვით);
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • ეფექტური პრეზენტაციების მომზადება ბაზრის ანალიზის საფუძველზე;
  • რეპორტების მომზადება შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
  • ჩანაწერების წარმოება სამოქმედო არეალისა და გაყიდვების შესახებ;
  • გუნდის მხარდაჭერა დასახული მიზნების შესრულების უზრუნველსაყოფად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით (შესაძლოა დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, powerpoint) ;
  • სარეკლამო მასალებზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

  • მომხმარებლებთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ზომიერად თავდაჯერებული;
  • მიზანდასახული;
  • კლიენტზე ორიენტირებული;
  • დახვეწილი მეტყველება;
  • სასიამოვნო გარეგნობა;

ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასი + ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gac.ge 2017 წლის 22 დეკემბრამდე.

გთხოვთ საგანში (“subject”) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები