7 საუკეთესო სერიალი ინგლისური ენის გასაუმჯობესებლად

თავისუფალი დრო

არსებობს ინგლისურის სწავლის ერთი მეთოდი, რომელიც ყველას უყვარს: სერიალებისა და ფილმების ყურება ორიგინალ ენაზე. ფილმებთან შედარებით სერიალებს უფრო მეტი პლიუსი აქვთ: მარტივი დიალოგები, ცოცხალი ემოციები, გახანგრძლივება და სერიიდან სერიამდე მსახიობების ხმებს ეჩვევით. წარმოგიდგენთ სერიალებს დამწყებთათვის:

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

Glee – მუსიკა ენის სწავლისას საუკეთესო დამხმარეა. სერიალში ბევრი დიალოგი წამღერებით გრძელდება, რაც გაგებას უფრო ადვილს ხდის.

გარიყულნი – ძალიან მარტივი გასაგებად: სერიალი შესაძლებლობას მოგცემთ ინგლისურის სხვადასხვა ტიპური აქცენტი მოისმინოთ და გაარჩიოთ.

მეგობრები –  სერიალი პრაქტიკულად სულ ახალგაზრდული დიალოგებისგან შედგება. კარგად გაიგებთ როგორ სვამენ სხვადასხვა კითხვას ამერიკელები და როგორ პასუხობენ მათ. ფრაზებს შორის ხშირადაა პაუზები, რაც გადათარგმნის დროს გაძლევთ.

დაკარგულები – 21-ე საუკუნის ტელევიზიის ნამდვილი ფენომენი – აქ საუბარს სხვადასხვა აქცენტით მოისმენთ, რადგანაც სერიალი მდიდრული ენით ხასიათდება.

ექიმი ჰაუსი – ეს სერიალი მომავალ ექიმებზე მეტად, ენის განმტკიცების მსურველებს გამოადგებათ. საუბრები მედიცინის ჩარჩოს სცილდება და იუმორითაა გაჯერებული.

სექსი დიდ ქალაქში – გმირების საუბრები სტრუქტურულად ძალიან მარტივია და არ აქვს ადგილი რთულ ტერმინებს.

სამეფო კარის თამაშები – ამ სერიალით კი საბოლოოდ შეივსებთ ლექსიკას. ისტორიული თემა მეტ კონცენტრაციას მოითხოვს, რაც აქამდე სხვა სერიალებით უკვე გაუმჯობესებული გექნებათ.

წყარი: okmagazine.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები