ლიდერებად იბადებიან თუ ყალიბდებიან? – კარგი ხელმძღვანელის 11 აუცილებელი თვისება

საინტერესო ფაქტები

„ლიდერებად იბადებიან, თუ შემდეგ ყალიბდებიან?“ – ეს კითხვა ძალიან დიდი ხანია, კაცობრიობას აწუხებს, თუმცა რონალდ რიჯიო, ლიდერობისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის პროფესორს, რომელიც ორგანიზაციული და სოციალური ფსიქოლოგიის თემაზე 100-ზე მეტი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორია, წერს: „ამ კითხვაზე პასუხი არის ერთი, ლიდერი ადამიანი არის „თითქმის შექმნილი“, ვინაიდან ამ თემაზე ჩატარებული კვლევებიდან მიღებული დასკვნით, 1:3 იბადება ასეთად, ხოლო 2:3 – შემდგომში ყალიბდება“.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

იმისთვის, რომ გახდე საუკეთესო ლიდერი, საჭიროა შერეული უნარების განვითარება, რაც გულისხმობს ორგანიზაციული, ემოციური, ფსიქოლოგიური ბალანსის მიღწევას, ბიზნესისა და მენეჯმენტის გააზრებასა და როცა საჭიროა, სულიერი კავშირების ძიებასაც. სამეცნიერო ლიტერატურასა და კვლევების მიხედვით მიღებული ქცევის მოდელზე დაყრდნობით, ქვემოთ მოცემულია 11 ძირითადი პუნქტი, რომლებიც დემონსტრაციას უკეთებს იმ უნარებსა და შესაძლებლობებს, რაც საუკეთესო ლიდერებს უნდა ახასიათებდეთ:

შენ ხარ ორგანიზებული
მზაობა რომ გქონდეს ნებისმიერი გამოწვევისთვის, ამის გარანტიას მოგცემს ორგანიზებულობა. საქმისადმი პრაგმატული დამოკიდებულება, პრიორიტეტების ხშირი განახლება და სამუშაოს სწორად გადანაწილება როგორც საკუთარი თავისთვის, ისე სხვებისთვის, გაქცევს მისაბაძ ადამიანად, ე.წ. Role Model-ად და მამოტივირებელ, პროდუქტიული გარემოს შექმნის მთავარ პერსონაჟად.

შენ ხარ თავაზიანი
„მიყვარს, როცა ჩემი ბოსი თანამშრომლების წინაშე მიყვირის“, – რა თქმა უნდა, ვერცერთი დასაქმებული ადამიანისგან ვერ გაიგებთ ამ ფრაზას. ყველას უნდა, რომ იყოს პატივცემული და აღიარებული საკუთარი ძალისხმევისა და კონტრიბუციის შესაბამისად. უპატივცემულობა კი ყველაფერი საწინააღმდეგოს საწინდარია – ის თესავს გულისწყრომას, შიშსა და გაბრაზებას.

შენ ხარ თავდაჯერებული
დროული გადაწყვეტილებების თავდაჯერებულად მიღება კარგი ლიდერის ერთ-ერთი უნარია. შესაძლოა, სარისკო ანდაც ზედმეტად შრომატევადი, ან არც ისე სასურველი საქმე იყოს შესასრულებლად შენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა გამოცდილებაზე დაყრდნობით გრძნობდე, რომ სწორია ის, რასაც აკეთებ.

შენ ხარ სამართლიანი
შენ არ ხარ პოლიტიკოსი. შენ დადიხარ და მიჰყვები შენს საკუთარ წესებსა და დირექტივებს ყველასთვის ერთსა და იმავე ხარისხში, სუბიექტური ფაქტორებისა ან ფავორიტიზმისგან დამოუკიდებლად. თუმცა, იყო სამართლიანი და ამავდროულად, ეთიკურიც (მიუხედავად ამისა), მოსალოდნელია, რომ გახდე არაპოპულარული და ყველასთვის არც ისე საყვარელი, რაც კარგია. ლიდერისთვის შეუფერებელია, შეუშინდეს ადამიანების, მისი ქცევიდან გამოწვეულ, რეაქციებს. ადამიანი, რომელიც საიდუმლოდ ფიქრობს, იყოს ყველას მეგობარი, ვერ იქნება ლიდერი.

შენ ხარ ცნობისმოყვარე
ცნობისმოყვარეობა და შეკითხვების დასმა იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ მიდის საქმე, ხშირი და ეფექტური კომუნიკაცია თანამშრომლებთან, მაგალითად, კრეატიული აზროვნების შთამაგონებელი ხდება და ასევე, ხსნის კარს შენი გუნდისთვის საკუთარი იდეების გასაზიარებლად, რომელიც გიცავს, როგორც ლიდერს, კომპანიის ხელმძღვანელს სტაგნაციისგან.

შენი თამაშის წესები პატიოსანია
როდესაც მართალი ხარ საკუთარ თავსა თუ გარშემომყოფებთან, აღარ გაქვს იმის შიში, რომ შენი ნამდვილი განზრახვები გახადო აშკარა. საკუთარი პატიოსნებით იმსახურებ სხვების ნდობას, ადამიანები მიგიჩნევენ, როგორც საიმედოსა და პასუხისმგებელს საკუთარ ქმედებებზე, შესაბამისად, შენი არსებობით, ხალხი თავს დაცულად გრძნობს და მათზე ზეგავლენის მოხდენის კომპეტენცია გაქვს.

შენ ბუნებრივად გაქვს სხვების განვითარების მოთხოვნილება
შენ გარშემომყოფებს აძლევ შესაძლებლობებს, რომ რაც შეიძლება მეტი ისწავლონ და გაიზარდონ. ეხმარები მათ, რომ განივითარონ საკუთარი პოტენციალი. შენ უქმნი მათ კარიერულ ბილიკს და გასაქანს აძლევ ახალი ძალების აღმოჩენისა და რეალიზაციისთვის. ლიდერებსა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის განსხვავება ის არის, რომ ლიდერებს თანაბრად აქვსთ პერსონალური უნარებისა და სხვების განვითარების სურვილი.

შენ ხარ გემის კაპიტანი
შენი გუნდი გენდობა იმიტომ, რომ შეგიძლია მათი მომავლის პროგნოზირება. მართავ გემს, რომლის მიმართულებაც ყველასთვის ნათელი და ყველასთან შეთანხმებულია. ამ შემთხვევაში, სწორედ შენ გაქვს ინიციატივა იმისა, რომ გადააადგილდე, განსაზღვრო სამომავლო გეგმები და მოლოდინები შეუქმნა ადამიანებს.

შენ ქმნი ლიდერებს
შენ გაქვს ძალაუფლების გაზიარებისა და გადაწყვეტილების მიღების ლეგიტიმური უფლება და ბერკეტიც, რომ სხვებში გააღვიძო ლიდერები. სხვა ადამიანებისთვის გარკვეული უფლებამოსილებების მინიჭებით, გაიზრდება მათი კომპეტენციები და მოიმატებს თავდაჯერებულობა. ისინი გახდებიან უფრო თავისუფლები, საკუთარ თავზე უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ, რომელიც თავის მხრივ, გაზრდის ორივე მხარის პროდუქტიულობისა და თვითკმაყოფილების დონეს.

შენ ხარ თავმდაბალი
ძალაუფლება და ადამიანებზე ზეგავლენა არის სუსტი იქ, სადაც პატივმოყვარე ადამიანია ხელმძღვანელი. სიამაყე, ეგოცენტრიზმი, განკითხვა, კონტროლი და იმპულსურობა, – ეს იმ მანკიერი თვისებების ჩამონათვალია, რაც არ უნდა ახასიათებდეს, ზოგადად ადამიანს, მით უფრო ლიდერს. ადამიანი, რომლისთვისაც საკუთარი ამბიციები უწინარესია, დიდი ალბათობაა, რომ მისი ქცევები გახდება გამაღიზიანებელი და შესაბამისად, ვერ მოიპოვებს ლოიალობას ხალხში.

შენ ხარ აქტიური მსმენელი
ლიდერის პოზიციიდან ფხიზლად ყოფნის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება საკუთარი გუნდის წევრების მოსაზრებების მუდმივი, აქტიური და ყურადღებიანი მოსმენაა. სხვების მოსმენის ჩვევად გადაქცევა განავითარებს უნარს, რომელიც ადამიანებისთვის უკეთ გაგებაში დაგეხმარება, ნელ-ნელა უფრო მარტივად მიხვდები, „რა ხდება ღობის იქით“. პეტერ დრაკერმა ერთხელ თქვა: „კომუნიკაციის პროცესში, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის იმის გაგება, რაც არ ითქვა“. მოსმენა, ემპათია, იმის კითხვა, „რით შემიძლია დავეხმარო სხვებს?“ ლიდერის პრეროგატივა, მისი ყოველდღიური საზრუნავია.

წყარო: marketer.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები