ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია “MAY N” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

“MAY N” მომხმარებელს სთავაზობს:

  • სახის, თმის და სხეულის მოვლის საშუალებებს;
  • გამოცდილი კონსულტანტების კვალიფიციურ რჩევებს;
  • უფასო საკურიერო მომსახურებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

იყო ქოლ-ცენტრის ოპერატორი, ნიშნავს:

  • სატელეფონო საუბრების საშუალებით გაუწიო კვალიფიციური კონსულტაცია დაინტერესებულ ადამიანებს სასურველი და საჭირო პროდუქციის შერჩევაში;
  • გახადო სილამაზე და ესთეტიკა მეტად ხელმისაწვდომი.
  • გქონდეს კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული ატმოსფერო;
  • გამოიყენო კარიერის დაწყების და განვითარების შესაძლებლობა;
  • დასაქმდე მოქნილი სამუშაო გრაფიკით (მოქმედებს ცვლიანობის განრიგი. სამუშაო საათები: 10:00-16:00; 16:00-22:00, კვირაში 6 დღე, 3 დღე დილის ცვლა, 3 დღე საღამოს ცვლა)
  • მიიღო სტაბილური შრომის ანაზღაურება ფიქსირებული ხელფასისა და ყოველთვიური ბონუსების სახით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: recruit@may.ge 2018 წლის 19 იანვრამდე და თემის ველში (Subject line) მიუთითოთ დასახელება: “ქოლ-ცენტრის ოპერატორი”.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები