Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 საუკეთესო ფილმი წინასაახალწლო განწყობისთვის

10 საუკეთესო ფილმი წინასაახალწლო განწყობისთვის
December 25
16:24 2017

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად დროა ვიზრუნოთ ჩვენი განწყობის ამაღლებაზე, ამისთვის კი საახალწლო ინტერიერის გარდა გემოვნებიანი საშობაო ფილმებიც დაგვეხმარება. დროა შევიქმნათ წინასაახალწლო განწყობა და საყვარელ ადამიანებთან ერთად თბილ გარემოში ვუყუროთ საინტერესო და სახალისო ფილმებს. გთავაზობთ 10 საუკეთესო ფილმს, რომლებიც საშობაო არდადეგებზე აუცილებლად უნდა ნახოთ.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

The ref – ამ საახალწლო კომედიის მთავარ როლებში დენის ლეიარი და კევინ სპეისი არიან. მძარცველ გასს პოლიცია ეძებს იგი სრულიად შემთხვევით მოხვდება ოჯახში, რომელიც ერთი შეხედვით მშვიდობიანი ჰგონია, თუმცა ცოტა ხანში რწმუნდება, რომ იქ ყოფნას ციხეში ჯდომა ერჩივნა.

Santa’s Apprentice – საახალწლო ანიმაცია, სანტა მოხუცდა და პენსიაზე გადის, მან მილიონი ბავშვიდან ერთი უნდა ამოირჩიოს, რომელსაც თავის ადგილს დაუთმობს. ეს ბავშვი კი უნდა იყოს ობოლი და კეთილი.

A Holiday Engagement – ერთ-ერთი საუკეთესო კომედია. გოგონა, რომელიც საშობაო არდადეგებზე კაცს ქირაობს, რომელმაც მისი საქმროს როლი უნდა შეასრულოს.

Get Santa – მთავარ როლში მრავალი ჯილდოს მფლობელი ჯიმ ბროდბენტია. ფილმი მამა- შვილზეა, რომლებიც სანტას თავიანთ სახლში სრულიად შემთხვევით აღმოაჩენენ.

Just Friends – -ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური მამაკაცი, რაიან რეინოლდსი მსუქან ბიჭს ასახიერებს , რომელსაც დიდი ხნის მეგობარი გოგონა უყვარდება, სახალისო მოვლენებიც სწორედ ამ წუთიდან ვითარდება.

 

Christmas Prince – მოგვითხრობს ისტორიას ჟურნალისტ გოგონაზე, რომელიც ჩუმად ცდილობს ახალგაზრდა პრინცის სასახლეში შეპარვას და სენსაციური ახალი ამბების მოპოვებას . საბოლოოდ გოგონას და პრინცს ერთმანეთი უყვარდებათ.

A Royal Christmas – შეყვარებული წყვილი ემილი და ლეო ახალი წლის შვებულების გატარებას ერთად პირველად ახერხებენ. სადაც აღმოჩნდება, რომ ლეო ერთ-ერთი ევროპული სამეფოს პრინცია.

Dear Santa – საშობაო სასიყვარულო ისტორიის გმირი ემი ეკერია – გოგონა, რომელიც ბევრ ლამაზ საშობაო თავგადასავალს გვპიდება.

Gremlins – საუკეთესო საშობაო ისტორია პატარა მომხიბვლელ ცხოველ გრემლინზე, რომელსაც ნებისმიერი არსებისთვის გულის აჩუყება შეუძლია, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

265 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2017
M T W T F S S
« Nov   Jan »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031