Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მსოფლიოს 16 ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიცია

მსოფლიოს 16 ყველაზე უცნაური საახალწლო ტრადიცია
December 31
13:49 2017

მსოფლიოს ყველა კუთხეში ელოდებიან ახალი წლის დადგომას, მაგრამ მას ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად ხვდებიან, ზოგგან – საკმაოდ უცნაურადაც კი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ პურის კედლისათვის სროლას წარმატება მოაქვს, სხვებისათვის კი წინასაახალწლოდ საფრთხობელას დაწვა ისეთივე ჩვეულებრივი ამბავია, როგორიც ჩვენთვის – გოზინაყის მომზადება. ეს კიდევ არაფერია: ზოგგან უახლოეს მეგობარს ხელჩართულ ბრძოლაში იწვევენ, რომ ახალ წელს ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყონ.

გთავაზობთ 16 ყველაზე უცნაურ საახალწლო ტრადიციას, რომლებზეც არაფერი გსმენიათ და რომლებიც ნამდვილად უცნაურია.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ჩილეში წინასაახალწლოდ გარდაცვლილებს იხსენებენ. საყვარელი ადამიანის საფლავზე ღამის გათევა მისთვის პატივის მიგებას ნიშნავს.

დანიაში ახალი წლის აღნიშვნა მეგობრისთვის დამტვრეული ჭურჭლის კართან დაყრით იწყება. ვის სახლთანაც მეტი ნამსხვრევი დაგროვდება, სწორედ მას ჰყავს ყველაზე მეტი გულშემატკივარი და მომავალ წელსაც უფრო გაუმართლებს.

ბელგიაში არც ერთ ფერმერს არ ავიწყდება, რომ ძროხებს ბედნიერი ახალი წელი უსურვოს.

რუმინელები მონეტებს ყრიან მდინარეში, რამაც დამდეგ წელს ბევრი ფული უნდა მოუტანოთ.

სამხრეთ ამერიკაში ახალი წლის ღამეს ადამიანები ფერად საცვლებს იცვამენ, ფერს კი იმის მიხედვით არჩევენ, თუ რა სურთ ყველაზე მეტად. თუ წითელს ჩაიცვამ, აუცილებლად გაგიმართლებს სიყვარულში, ოქროსფერი ფინანსურ წარმატებას ნიშნავს, თეთრი ფერი კი ურთიერთობაში ჰარმონიასა და მშვიდობას შემოიტანს.

ესპანელების აზრით, თუ ახალი წლის ღამეს ყურძნის 12 მარცვალს შეჭამ, მომავალი წელი ბედნიერებას მოგიტანს.

ჩილეში წინასაახალწლოდ გარდაცვლილებს იხსენებენ. საყვარელი ადამიანის საფლავზე ღამის გათევა მისთვის პატივის მიგებას ნიშნავს.

 

დანიელები ცდილობენ, რაც შეიძლება მაღლა ახტნენ, რომ იღბლიანი წელი ჰქონდეთ.

იაპონელების აზრით, ახალ წელს 108-ჯერ ზარის ჩამოკვრა ცხოვრებას უარყოფითი ენერგიისაგან გაწმენდს, რაც მათ სადღესასწაულო განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.

ეკვადორში ახალი წლის დადგომას საფრთხობელებისა და გასული წლის ფოტოების დაწვით აღნიშნავენ.

დასტაცეთ ხელი ლითონის ჭურჭელს სამზარეულოში, გამოდით გარეთ და იხმაურეთ შუაღამისას, თუ გსურთ, რომ ავსტრალიურად შეხვდეთ ახალ წელს.

კოლუმბიელებს ყველაზე მეტად ახალი შეგრძნებები უყვართ. მათ სჯერათ, რომ თუ ახალი წლის დადგომამდე მთელი დღე ახლოს ექნებათ საკუთარი ჩემოდანი, მომავალ წელს მოგზაურობასა და გართობაში გაატარებენ.

პერუში ახალ წელს მეგობრები ხელჩართულ ბრძოლაში ებმებიან, ხოლო ამის შემდეგ ახალი ფურცლიდან იწყებენ ცხოვრებას და სამუდამოდ ივიწყებენ ძველ წყენას.

პუერტო-რიკოში ბოროტი სულებისა და ნეგატიური აურისაგან თავის დასაღწევად წყლიან ჭიქას აგდებენ ფანჯრიდან.

შეიძლება დაუჯერებლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ციმბირში ახალ წელს გაყინულ წყალში საცვლების ამარა ჩახტომით ხვდებიან.

ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც დიდი სიხარულით ეგებებიან ახალი წლის დადგომას. დღესასაწაულს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნავთ, მივირთმევთ გემრიელ საჭმელებს და საჩუქრებით ვახარებთ ერთმანეთს. ყველაზე გავრცელებული საახალწლო ტრადიცია კი მეკვლეა. ეს არის ადამიანი, რომელიც ყურადღებით უნდა შეარჩიო, რადგან სწორედ მისი ფეხის შემობიჯება წყვეტს, როგორი წელი ექნება ოჯახს.

წყარო: on.ge

619 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
December 2017
M T W T F S S
« Nov   Jan »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031