ზამთრის არდადეგებზე წასაკითხი 5 საუკეთესო წიგნი

თავისუფალი დრო

როგორ უნდა გავხადოთ ზამთრის არდადეგები სასიამოვნო და სასარგებლო? – საინტერესო წიგნების წაკითხვა ამისთვის შესანიშნავი საშუალებაა. კარგი წიგნი ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხია, თუმცა ზოგჯერ წიგნი წლის რომელიმე სეზონს განსაკუთრებულად შეესაბამება. დამეთანხმებით, ზამთარში საკითხავი წიგნები ისეთ ამბავს უნდა გადმოსცემდნენ, რომელთა წაკითხვაც პლედში გახვეული, ცხელი კაკაოს/ყავის ჭიქით ხელში დივანზე ან ბუხართან განსაკუთრებით სასიამოვნო იქნება.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

1. ენტონი დოერი – „შუქი, რომელსაც ვერ ვხედავთ“

ეს არის ისტორიული თხზულება გოგონას შესახებ, რომელიც პარიზში მამასთან ერთად ცხოვრობს. მარიმ 6 წლის ასაკში დაკარგა მხედველობა. გერმანელების პარიზში შემოსვლის შემდეგ, მარი და მამამისი პატარა მშვიდ ქალაქში – სანტ მალოში იპოვიან უსაფრთხო საცხოვრებელს, სადაც მარი ვერნერს – ობოლ ბიჭს გაიცნობს, რომელიც რადიოებს აკეთებს. ომის სისასტიკის წინააღმდეგ მიმართული “შუქი, რომელსაც ვერ ვხედავთ” გვაძლევს ძალას, დავინახოთ სინათლე და სილამაზე იქ, სადაც გვგონია, რომ მხოლოდ სიბნელეა. ზამთარს შეესაბამება, რადგან: სიყვარული, რომელიც ამ პერსონაჟებს აქვთ ერთმანეთის მიმართ და ის პოზიტიური გრძნობები, რომელთაც ისინი ყველაზე ბნელ და რთულ მდგომარეობაში ინარჩუნებენ, ყველაზე ცივ ამინდს და ადამიანებსაც კი გაათბობს.

2. მარგარეტ ეტვუდი – „ქვის ქვეშაგები“

მარგარეტ ეტვუდს ახლახანს შეუსრულდა 75 წელი, თუმცა, იგი არ ჩერდება. მან სექტემბერში მოკლე მოთხრობების კრებული გამოსცა, რომელთაგან ბევრს საერთო თემაც აქვთ – სიცივე. “ქვის ქვეშაგები” ერთ-ერთია ამ მოთხრობათაგან. მასში მოქმედება ჩრდილოეთ პოლუსზე მიმდინარეობს.
ზამთარს შეესაბამება, რადგან: ეს ზამთრის თემის მქონე მოთხრობა საუკეთესოა საკუთარი სახლში, კომფორტში წასაკითხად, როცა უსაფრთხოდ ხართ, ნებისმიერი აპოკალიფსისაგან დაცული, რომლებიც ასე ხშირად ხდება წიგნებში.

3. გაბრიელ გარსია მარკესი – „მარტოობის ასი წელი“

მარკესი აღწერს ერთი ოჯახის ისტორიას, რომლის უხუცესი წარმომადგენელიც (ხოსე არკადიო ბუენდია) ქალაქს აარსებს, მისი შთამომავალი აურელიანოები კი ამ ქალაქში მოღვაწეობენ, ყველა თავისი ნიჭისა და შესაძლებლობების შესაბამისად. რომანში მოთხრობილია უამრავი საინტერესო ისტორია, რომელთაგან ზოგი ერთმანეთის პარალელურად, ზოგი კი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდება. თუმცა კავშირი დამოუკიდებელ სიუჟეტებს შორისაც იკვეთება, რადგან ნაწარმოების მთავარი გმირები ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან, ოჯახისა, რომლის პატრიარქიც, ქალაქის დამაარსებელი ხოსე არკადიო ბუენდია დიდი ხანია გაგიჟდა და მისივე აგებული სახლის ეზოში ხეზე მიბმული გდია. დაუღალავი დიასახლისი, უბერებელი ურსულა კი მართალია, პოზიციებს არ თმობს და ენერგიულად ემსახურება საკუთარ ოჯახს, რომელიც მუდმივად მრავლდება, მაგრამ ნათელია, რომ მისი დღეებიც დათვლილია.

4. ფერით ორჰან ფამუქი – „მე მქვია წითელი“

თურქული რომანი, დაწერილი ნობელის პრემიის ლაურეატის ორჰან ფამუქის მიერ. წიგნს დიდი წარმატება ხვდა თურქეთში ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაში. რომანში ერთმანეთში გადახლართულია მისტერია, სიყვარული და ფილოსოფიური გამოცანები მე-16 საუკუნის სტამბოლის გარემოში. მასში აღწერილია 1591 წლის ცხრა თოვლიანი დღე სულთან მურათ III-ის მმართველობის დროს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე. რომანი „მე მქვია წითელი“ თარგმნილ იქნა 24 ენაზე.

5. მილან კუნდერას – „უკვდავება“

ამ წიგნმა თანაბრად ააღელვა როგორც ფრანგი ინტელექტუალები და ლიტერატურის მკვლევრები, ასევე ის მკითხველები, რომლებიც მწერლის ახალ ნამუშევარს მოუთმენლად ელოდნენ. პარიზში დასახლებული დების, ანიესისა და ლორას სიყვარულისა და დაუძლეველი წინააღმდეგობებით სავსე ცხოვრების ამბავი ბუნებრივად ეხმიანება დიდი გერმანელი პოეტის, გოეთესა და მასზე შეყვარებული ბეტინა ბრენტანოს დაუვიწყარ ისტორიას. შემოქმედის უხილავი ხელი წარსულსა და აწმყოს ოსტატურად ამთლიანებს, ადამიანსა და მის ანარეკლს კი სამუდამოდ აცალკევებს და სასწორის სხვადასხვა პინაზე ათავსებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები