ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

“ფოლადის სახლის“ შვილობილი კომპანია „ეს კომფორტი”, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

„ეს კომფორტი” ახორციელებს ლითონის კონსტრუქციების პროექტირებას, აწყობას და მონტაჟს, გაყიდვების მენეჯერი უნდა ჩაერთოს კომპანიის ფუნქციონირებაში, იზრუნოს კომპანიის იმიჯზე, მოიძიოს პოტენციური კლიენტები, გაუკეთოს მათ ინდივიდუალური შეთავაზებები, ჩართული იყოს შესრულების პროცესში, ჩააბაროს დამკვეთს შესრულებული სამუშაო.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიისთვის პოტენციური კლიენტების მოძიება.
  • ბაზრის კვლევა და ანალიზი;
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბების მონაწილეობის მიღება;
  • პოტენციური კლიენტების საქმიანობის შესწავლა და ანალიზი;
  • პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება, კომპანიის საქმიანობის გაცნობა, სერვისების შეთავაზება;
  • პოტენციურ კლიენტებთან უშალო კავშირის დამყარება, შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკების წარმოება;
  • შეკვეთის მიღება და დამუშავება;
  • შეკვეთის მიღების შემთხვევაში კლიენტთან მიმდინარე ანგარიშის წარდგენა;
  • კლიენტის შენარჩუნება და ხანგრძლივ ბიზნეს ურთიერთობაზე მუშაობა;
  • მარკეტინგის მენეჯერთან ერთად კომპანიის ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა;
  • ანგარიშის მომზადება კომპანიის დირექტორთან წარსადგენად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • MS Office პროგრამების ცოდნა
  • რუსული ენის ცოდნა
  • ბაკალავრიატის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი

პიროვნული უნარები:

  • კარგი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარი
  • გამართული მეტყველების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სამუშაოს დაგეგმვის და წარმოების უნარი
  • პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარი
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ისანი- სამგორის რაიონი, რკინიგზის სადგურ “ლილო”-ს მიმდებარედ 05/053
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე.

დამატებითი ბენეფიტები:

  • კვება
  • ტრანსპორტირება
  • ჩვენთვის სამუშაო გამოცდილებაზე მნიშვნელოვანია კანდიდატის ზრდისა და განვითარების მზაობა, ჩვენ გთავაზობთ საინტერესო სამუშაოს, ჩვენ ვეძებთ კადრს ხანგრძლივი თანამშრომლობისთვის.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@martsteel.ge 2018 წლის 3 თებერვლამდე. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები