ანაზღაურებადი ვაკანსია სტუდენტებისთვის თბილისსა და ქუთაისში

დასაქმება

კომპანია “მკითხველი” საკურიერო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს წიგნების სატელეფონო გაყიდვებს. ასევე უზრუნველყოფს აღნიშნული პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისათვის სასურველ დროსა და ადგილას. ამასთანავე ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევს დაინტერესებულ პირებს წიგნებთან დაკავშირებით.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ქოლ-ცენტრის ოპერატორი თბილისში

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი ან არასრული უმაღლესი(სტუდენტი) განათლება;
სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
კომპიუტერთან მუშაობის უნარი – MS Office-ის და MS Excel-ის ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

კომუნიკაბელურობა და დამაჯერებლობა;
პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
ენერგიულობა და სისხარტე;
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
ორგანიზებული და პუნქტუალური;
გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

ჩვენ გთავაზობთ:

კომფორტულ სამუშაო გარემოს;
მეგობრულ ატმოსფეროს;
კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას;
ტრენინგებს გაყიდვების სფეროში;

სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00 – 16:00-მდე; 16:00-დან-22:00-მდე მონაცვლეობით.

დამატებითი ინფორმაცია:

შრომის ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით. (ფიქსირებული 200 ლარიდან, რომელსაც ემატება ზრდადი საბონუსე სქემა). შერჩეული კანდიდატები გაივლიან ზეპირ გასაუბრებას, ტრენინგებს და მოხვდებიან ჩვენს მეგობრულ გუნდში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე mkitkhvelitbilisi.cv@yahoo.com 2018 წლის 28 იანვრამდე და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ “ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსია”, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ქ. თბილისი სტანისლავსკის N5

“მკითხველი უნივერსალი” აცხადებს ვაკანსიას: ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ქუთაისში.

“მკითხველი უნივერსალი” ახორციელებს ცნობილი საერთაშორისო ბრენდის – “Mon Platin”-ის მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული პარფიუმერული პროდუქციისა და კოსმეტიკური საშუალებების სატელეფონო შეთავაზებას. ამასთანავე, უზრუნველყოფს თავის მომხმარებლებს სასურველი პროდუქტის ხელსაყრელ დროსა და ადგილზე მიწოდებას, უფასო საკურიერო მომსახურებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ნებისმიერი მიმართულებით)
  • სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • პარფიუმერული პროდუქციითა და კოსმეტიკური საშუალებებით პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
  • მომხმარებლის კონკრეტული საჭიროებების, ინტერესების დადგენა/დაზუსტება
  • პროდუქციის სატელეფონო შეთავაზება და გაყიდვა
  • არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ
  • მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა.

დამატებითი მოთხოვნები:

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:

  • სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
  • მომხმარებელთან ურთიერთობა
  • გაყიდვების სტრატეგიების ცოდნა
  • საქმიანი მოლაპარაკების წარმოება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
  • პრობლემის გადაჭრის უნარი
  • გამართული მეტყველება
  • თავაზიანობა და კეთილგანწყობა
  • მოქნილობა, დიპლომატიურობა
  • ენთუზიაზმი
  • ორგანიზებულობა
  • შედეგზე ორიენტირებულობა.
  • ასაკი: 18-დან 30 წლამდე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: არასრული 10:00-დან 16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე მონაცვლეობით.
დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსური სქემით.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, წერეთლის 4.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mkitkhveliuniversali@gmail.com 2018 წლის 10 თებერვლამდე და გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: “ქოლ-ცენტრის ოპერატორი”.

ჩვენთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგ ნომერზე: 0431 252121.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები