Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის

ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის
January 17
12:56 2018

საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოსული წერილის (№01/2613) თანახმად, ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო, ლატვიის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში ორხმრივი შეთანხმების საფუძველზე, 2018/19 აკადემიური წლებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას უმაღლესი განათლების სამი საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის.

  ☼ გსურს სწავლა საზღვარგარეთ? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

კონკურსი სტიპენდიების მოსაპოვებლად გამოცხადებულია 2018 წლის 2 აპრილამდე.

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებისთვის ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 500 ევროს, დოქტორანტებისთვის – 670 ევროს, ხოლო მკლევარებისთვის -300 ევროს (+30 ევრო ყოველდღიურად). აპლიკაციის შეტანა შესაძლებელია მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით  ვებ-გვერდზე.

საკონტაქტო ელ-ფოსტაა: scholarships@viaa.gov.lv

143 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში