ევროპის 10 ქალაქი, რომლებიც ზამთარში უნდა მოინახულოთ

თავისუფალი დრო

ზოგიერთი ადამიანი ზამთრის სეზონზე თბილ ქვეყნებს მიაშურებს, რათა ზაფხულის შეგრძნება კიდევ უფრო გაიხანგრძლივოს. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც შობის განწყობის შენარჩუნება და თოვლი უფრო ხიბლავთ, ტურსაც ამის მიხედვით გეგმავენ. ზამთრის არდადეგების სასიამოვნოდ გატარება სწორედ მოგზაურობით შეგიძლიათ, ამიტომ თუ სწორ ქალაქებს აირჩევთ, ზამთარში ევროპაში მოგზაურობა საინტერესო გამოცდილებად გექცევათ და შესაძლოა მზიანი სანაპიროს არსებობა საერთოდ დაივიწყოთ.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ბრიუგე, ბელგია – ევროპის ეს ქალაქი განსაკუთრებით მომხიბვლელი სწორედ ზამთარშია. რიყით ნაშენ ქუჩებზე ცხელი შოკოლადით ტკბობას შეძლებთ.

ედინბურგი, შოტლანდია – არ გაგიკვირდეთ თუ ქუჩაში მოცეკვავე შოტლანდიელებს შეხვდებით – ასე აღნიშნავენ ისინი ახალი წლის პირველ კვირებს. ვისკით ხელში გასაოცარ ადგილებს მოინახულებთ.

პარიზი, საფრანგეთი – პარიზში ყველა სეზონი საოცარია, მაგრამ ზამთარი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი. “სინათლის ქალაქი” მაგიურ სამყაროს ემსგავსება.

ბერლინი, გერმანია – ბერლინში 60-ზე მეტი საშობაო ბაზრობა ეწყობა. 2018 წლის პირველ თვეებში აქ არდადეგების მოწყობა საუკეთესო მოგონებად დაგრჩებათ.

ბერგენი, ნორვეგია – ნამდვილი სკანდინავიური დასახლება: ხის ფერადი შენობები, ნავსადგურები, ტყეები… ქალაქი ზაფხულშიც მშვენიერია, მაგრამ მხოლოდ ზამთარში ჩრდილოეთის ციალის დანახვას შეძლებთ.

ბუდაპეშტი, უნგრეთი – ზამთარი უდაოდ საუკეთესო დროა ამ ულამაზესი ქალაქის მოსანახულებლად. ამ სეზონზე უნგრეთის პარლამენტს გარშემო მოყინული სივრცე ეკვრის.

ლუბლიანა, სლოვენია – აქ ბაროკოს შენობებზე საშობაო ნათებები მოგხიბლავთ.

პრაღა, ჩეხეთი – ვერცერთი ქალაქი ისე ვერ იქცევა ზამთრის საოცრებათა სამყაროდ, როგორც პრაღა. არაფერია იმაზე იდუმალი და ლამაზი, როდესაც ისტორიულ ხიდებზე, ძველი ქალაქის შემხედვარე მომაჯადოვებლად თოვს.

ენეცია, იტალია – წყლის არხები ზამთარში გაცილებით მშვიდია და ნისლის სუდარა აქვს შემოხვეული. სასტუმროებს დაბალი ფასები აქვს და წმ. მარკის ბაზილიკის სტუმრობისას სელფის ჯოხები არ შეგაწუხებთ.

ვენა, ავსტრია – Readers’ Choice Awards-მა წელს ის ევროპის საუკეთესო ქალაქად დაასახელა. ზამთრის სეზონზე აქ კლასიკური კონცერტების მოსმენას და თოვლიანი ტაძრებისა და სასახლეების დათვალიერებას შეძლებთ.

წყარო: okmagazine.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები