Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

რომელია ზოდიაქოს ყველაზე მოხერხებული და უნიათო ნიშნები

რომელია ზოდიაქოს ყველაზე მოხერხებული და უნიათო ნიშნები
January 22
14:49 2018

რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ და ვამტკიცოთ ჩვენი უპირატესობა, ყველა ადამიანს როდი გააჩნია სტრესულ სიტუაციაში სწრაფად ადაპტირების უნარი. მოქნილობა, რომელიც ადამიანს სირთულეების დაძლევაში ეხმარება ზოგიერთს, საერთოდ არ უბოძა კოსმოსმა, ზოგს კი დიდი დრო ესაჭიროება ამ თვისებების გამოსავლენად. მაშინ როცა არსებობენ ნიშნები, ვისაც თანდაყოლილი ლავირების უნარი გააჩნიათ. ეს ცუდია თუ კარგი, ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ ახლა კი ჩვეულ ტოპ-სამეულს წარმოგიდგენთ.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ყველაზე მოხერხებული ნიშნები არიან:

ტყუპი – მათი ორსახოვანი ბუნება, მოქნილობა და სისწრაფე მოქმედებაში შეუდარებელია. ტყუპს ყოველთვის შეუძლია იპოვოს ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავალი და წამის მეასედში შეიმუშაოს “გეგმა ბე”.

მორიელი – ეშმაკივით წინდახედული, გამჭრიახი და კატასავით სიცოცხლისუნარიანია. შეუძლია მარტივად ამოიცნოს გარშემო მყოფთა ზრახვები, ამიტომ ნებისმიერი კომბინაციის გადათამაშებას ახერხებს ისე, რომ მოწინააღმდეგეს გაოცების მეტი არაფერი დარჩენია.

მშვილდოსანი – სიმართლე ითქვას, ყოველდღიურ ცხოვრებაში მას მოხერხებულს ვერ დავარქმევთ. თუმცა ფაქტია, რომ უმართლებს და საოცარი წარმატებით ახერხებს თავი დააღწიოს ურთულეს სიტუაციებს. როგორც წესი, ადამიანების კეთილგანწყობასაც მალე იმსახურებს ხოლმე, ესეც არის მისი წარმატების ერთ-ერთი გასაღები.

ყველაზე უნიათო ნიშნებს კი ასტროლოგები მიაკუთვნებენ:

კუროებს – მართალია, კურო საკმაოდ ამტან და გამძლე ნიშნებს განეკუთვნება, მაგრამ მას საერთოდ არ ეხერხება სიახლეებთან შეგუება. ადაპტაციის უუნარობაა ზუსტად მიზეზი იმისა, რომ კურო კრიტიკულ სიტუაციებში იბნევა და ვერ ახერხებს ვერაფრის გაკეთებას.

სასწორს – ამ ხალხის პრობლემა მუდმივი ყოყმანი და გადაწყვეტილების მიღების უუნარობაა. სასწორი იმდენს ფიქრობს იმაზე, როგორ არ აწყენინოს სხვებს, რომ საბოლოო ჯამში მაინც ყველა მასზე განაწყენებული გამოდის.

თევზებს – მათი უმთავრესი ნაკლი ცხოვრებისეული სირთულეებისადმი თავის არიდების სურვილია. თევზების დიდი ნაწილი, ცდილობს სირაქლემას პოზას მიმართოს და თავი მოიკატუნოს, რომ ყველაფერი კარგადაა. ან უბრალოდ დადგეს და იწუწუნოს, როგორ არ უმართლებს და რა მუხანათია ეს ცხოვრება ზოგადად.

წყარო: astrologi.ambebi.ge

483 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში