7 ფილმი ბრწყინვალე გონების მქონე ადამიანებზე

თავისუფალი დრო

კინოგმირები ჩვენთვის ხშირად იქცევიან ინსპირაციის წყაროდ და მისაბაძ მაგალითებად. მათი ისტორიები, იქნება ეს გამოგონილი ამბები, თუ რეალურ ფაქტებსა და ადამიანებზე დაფუძნებული კინოსურათები, ბრძოლისუნარიანობასა და მიზნის მიღწევის ამბიციას გვიმაღლებს. დამოუკიდებელ საკითხად ერთიანდებიან ის ადამიანები, რომლებიც ბრწყინვალე გონებით გამოირჩეოდნენ, ტექნოლოგიური გამოგონებებით გაითქვეს სახელი, საწარმოო იმპერიები ააგეს, საზოგადოების დამოკიდებულებები შეცვალეს ან უბრალოდ დაამტკიცეს, რომ ბრძოლად ნებისმიერი იდეა ღირს, თუკი ამ იდეის თავად გწამს…

წარმოგიდგენთ მხატვრულ ფილმებს ბრწყინვალე გონების მქონე ადამიანებზე, რომელთა ნახვით მიღებული შთაბეჭდილება თქვენზე წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს!

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

“ბრწყინვალე გონება” (A Beautiful Mind) ჯონ ნეშის მიზანია თავისი წვლილი შეიტანოს მათემატიკის სამყაროს განვითარებაში. აღმოჩენას, რომელსაც ის საკუთარ ცხოვრებას მიუძღვნის ნობელის პრემიის გამარჯვებულად აქცევს

“ტემპლ გარდინი” (Temple Grandin) – ბრწყინვალე გონების კიდევ ერთი უნიკალური ისტორია და ბიოგრაფიული ფილმი აუტისტი ტემპლ გარდინის შესახებ, რომელიც ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად იქცა სოფლის მეურნეობის სფეროში.

“ავიატორი” (The Aviator) – ჰოვარდ ჰიუზი, მერიკელი ბიზნესმენი, ინჟინერი, ამერიკული ავიაციის ნოვატორი, რეჟისორი, კინოპროდიუსერი და 1960-იან წლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. ჰოვარდმა მამისაგან მიღებული პატარა ქარხანა გააფართოვა, მანვე დაამყარა რეკორდი ჩქაროსნულ ფრენაში და შეიძინა სიდიდით მსოფლიოში მეორე კომერციული ავიაკომპანია.

“ადამიანი, რომელმაც უსასრულობა შეიცნო” (The Man Who Knew Infinity) – ისტორია სახელგანთქმული თვითნასწავლი ინდოელი მათემატიკოსის, სრინივასა რამანუჯანის შესახებ, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის მათემატიკური ანალიზის, რიცხვთა თეორიისა და უსასრულობების საკითხებში.

“ყველაფრის თეორია” (The Theory of Everything) – ფილმი ცნობილი ბრიტანელი ფიზიკოსისა და ასტროფიზიკოსის ცხოვრებისა და სიყვარულის თავგადასავალის შესახებ გვიყვება. ჰოუკინგი ათამდე წიგნის, უამრავი კვლევისა და აღმოჩენის ავტორია.

 “ვოლსტრიტის მგელი” (The Wolf of Wall Street) – ამერიკელი ოსკაროსანი რეჟისორის მარტინ სკორსეზეს 2013 წლის ნამუშევარი ყველასათვის ცნობილ ისტორიას გვიყვება, ჯორდან ბელფორტის ბიოგრაფიიდან, ადამიანის, რომელმაც 1987 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბროკერული კომპანია დაარსა. მოგვიანებით ფულის გათეთრების ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა მისი ბრწყინვალე გონებისათვის ეს მოდუნების მიზეზად არ ქცეულა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან კვლავაც განაგრძო თავისი საქმიანობა გაყიდვების სფეროში და დღესდღეობით ჯორდანი ფინანსური წარმატების მიღწევის შესახებ სხვადასხვა ტრენინგებსა და ლექციებს ატარებს.

“იმიტაციის თამაში” (The Imitation Game) –  მათემატიკოსის ალან ტიურინგის ისტორია, რომელმაც დაუღალავი შრომისა და გარშემომყოფების ეჭვების მიუხედავად შექმნა მანქანა სახელწოდებით ”ენიგმა”. ისტორიკოსების თქმით ტიურინგის მანქანამ მეორე მსოფლიო ომის ხანგრძლიობა ორი წლით შეამცირა და 14 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

წყარო: work.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები