ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

საკონსულტაციო სააგენტო “ედისონს” აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის / ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ძირითადი მოვალეობები:

სოციალური პლატფორმების, Facebook და Instagram მართვა და განვითარება
არსებული სტრატეგიის იმპლემენტაცია და მონიტორინგი
კლიენტებთან ურთიერთობა და ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა
კომპანიის ბრენდინგზე მუშაობა
სოციალური მედიის არხების სტატისტიკის წარმოება, ანალიზი და რეპორტინგი
დიზაინერთან ახლოს მუშაობით ფეისბუქის ფოტომასალის დამუშავება, პოსტებისა და ბანერების დამზადება
კომპანიის შესახებ სიახლეების მუდმივად გაცნობა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება – საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის, ჟურნალისტიკის ან სხვა სოციალური პროფესიის კურსდამთავრებული/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
  • სასურველია გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე
  • წერილობითი კომუნიკაციის დახვეწილი უნარი
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • ვებ სტანდარტების, თანამედროვე ვებ ტექნოლოგიებისა და მისი ტენდენციების მიმართ ინტერესი
  • კომპანიის სოციალური ქსელისთვის პოსტების ვიზუალის შექმნა
  • კომპანიის ბრენდინგში ჩართულობა და ვიზუალური მიმართულებების უზრუნველყოფა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, PowerPoint, Excel, Outlook, Google drive).
  • გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Adobe Photoshop, Corel Draw ან Adobe Illustrator ჩაითვლება უპირატესობად

პერსონალური თვისებები:

კომუნიკაბელური
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
მობილიზებულობა
თვითორგანიზების უნარი
სიახლეების მარტივად ათვისების უნარი
პუნქტუალურობა.

საკონტაქტო: consult@adisons.ge
ბოლო ვადა: 24 თებერვალი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები