Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 კომპლიმენტი, რომელიც რეალურად შეურაცხყოფაა

10 კომპლიმენტი, რომელიც რეალურად შეურაცხყოფაა
February 12
17:12 2018

წესით, კომპლიმენტმა უნდა გაგაღიმოს და უკეთეს ხასიათზე დაგაყენოს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. ზოგიერთი ჩვენი ნაცნობი, მეგობარი თუ ოჯახის წევრი ისეთი კომპლიმენტების თქმაშია დახელოვნებული, რომლებშიც სულ სხვა რამ იგულისხმება. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ასეთი ფრაზების საპასუხოდ მადლობასაც ვერ იტყვი.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

1. რა საყვარელი ხარ

ყველას მოგვისმენია არა? ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველანი საყვარლები ვართ. გოგონები ამ სიტყვებით ბიჭებს მასკულინურობისგან განაიარაღებენ ხოლმე, ბიჭები კი, როგორც წესი, საყვარლად იმ გოგოებს თვლიან, რომლებსაც დებივით უყურებენ. კომპლიმენტს ხშირად ახლავს ლოყაზე ჩქმეტის საშინელი და ფამილარული ტრადიცია.

2. შენი ასაკისთვის კარგად გამოიყურები

ანუ სხვა ასაკისთვის ცუდად გამოვიყურები? ბებერი ვარ, მაგრამ არა მიშავს? რა საჭიროა ასაკის დაკონკრეტება? ხომ შეიძლება ადამიანს უთხრათ, რომ კარგად გამოიყურება, ყოველგვარი მზაკვრული ჩანაფიქრის გარეშე…

3. ნებისმიერი კომპლიმენტი, რომელიც შეიცავს სიტყვებს “გოგოს პირობაზე

სამწუხაროა, რომ ასეთი ფრაზის საპასუხოდ ადამიანები გაღიმებას ელოდებიან. არ არსებობს არანაირი “გოგოს ან ბიჭის პირობაზე”. ჭკვიანი ან ხარ, ან – არა, წარმატებულიც ან ხარ ან – არა. კარგად ხუმრობ ან ვერ ხუმრობ. ასე რომ, ასეთ კომპლიმენტს უპასუხოდ ნუ დატოვებთ. იგივე ეხება ფრაზას “სხვა გოგოებს არ ჰგავხარ”, რაშიც იგულისხმება, რომ სხვა გოგოები ცუდები არიან, ხოლო შენ – მათზე ბევრად უკეთესი.

4. რა მომხიბვლელი გოგო/ბიჭი ხარ, რატომ არ გყავს შეყვარებული?

ეს არის კომპლიმენტი, რომელმაც შეიძლება მრავალი საათის განმავლობაში გაგიფუჭოს განწყობა. ჯერ ერთი, ეს ფრაზა გულისხმობს, რომ ყველას უნდა ჰყავდეს შეყვარებული, მეორეც მას ადამიანი შეყვარება მათემატიკურ ფორმულამდე დაჰყავს, მესამეც – გარეგნობა და საყვარელი ადამიანის პოვნა სულაც არაა ამდენად ერთმანეთზე გადაჯაჭვული.

ეს სიტყვები მიზნად ისახავს, დაგაფიქროს, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს, რაც ხშირ შემთხვევაში – სიცრუეა, დანარჩენ შემთხვევებში კი – მხოლოდ შენი საქმე.

5. გრძელი თმა გიხდება

კარგი კომპლიმენტია, ოღონდ, მაშინ არა, როცა თმა ახლახან შეიჭერი და ეს ფრაზა უკმაყოფილების გამოხატვას ემსახურება.

6. როგორ გახდი, ლამაზად გამოიყურები

წონაზე ნებისმიერი კომპლიმენტის თქმისას ბეწვის ხიდზე გადიხართ. ეშმაკი დეტალებში იმალება. სჯობს თავი შეიკავოთ ნებისმიერი კომენტარისგან, თუ ობიექტს კარგად არ იცნობთ. როგორ გახდი, ასე არ ჯობია? ნიშნავს, რომ ადამიანს გახდომამდე რაღაც ისეთი სჭირდა, რომელზეც ხმის ამოღება გერიდებოდათ. რბილად რომ ვთქვათ, ეს უტაქტობაა. ძალიან კარგად გამოიყურები – სავსებით საკმარისია.

7. გოგოს დაემგვანე

აი, როგორც იქნა გაბედე და ტრადიციული ჯინსის ნაცვლად სამსახურში კაბა ჩაიცვი. უყურადღებოდ ეს ფაქტი არ დარჩება, რაც მოსალოდნელია კიდეც, მაგრამ ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება და იტყვის: ასე რა! გოგოს დაემგვანე. იგივე ეხება მაკიაჟსაც, მაღალ ქუსლებსაც და გულისხმობს, რომ მხოლოდ სქესი საკმარისი არაა, რომ იმას ჰგავდე, ვინც ხარ.

8. ბიჭებისთვის – ადამიანს დაემსგავსე

როგორც წესი, ასეთი უტაქტო კომენტარი წვერის გაპარსვას მოჰყვება ხოლმე. ხანდახან – პერანგისა და პიჯაკის ჩაცმას. ფაქტი ისაა, რომ ამ ფრაზის ავტორი ცდილობს გაგრძნობინოს, რომ ადრე ცუდად გამოიყურებოდი, ახლა კი საზოგადოების დადგენილ ნორმებს შეესაბამები.

9. კარგი ხასიათი გაქვს

ამ ფრაზის მოსმენაზე, თავისუფლად შეგიძლია ხასიათის ყველაზე ბნელი შტრიხები გამოავლინო, მაგრამ ამ სიტუაციაში ხშირად ვერ აღმოჩნდები. უფრო გავრცელებული ვარიაციაა: კარგი ხასიათი აქვს – როცა ერთი ადამიანი მეორესთან საუბარში აღწერს მესამეს. ორივე თანამოსაუბრეს ესმის, რომ ლაპარაკი შინაგან სამყაროზე კი არა, გარეგნობაზეა. ფრაზის სრული ვერსიაა: გარეგნობით დიდი ვერაფერი, მაგრამ კარგი ხასიათი აქვს

10. როგორი ფოტოგენური ხარ

სიტყვასიტყვით ეს ფრაზა ნიშნავს: ორ განზომილებაში უკეთესი ხარ, ვიდრე სამში. საერთოდ ვინ მოიგონა, რომ ფოტოგენურობა კომპლიმენტია. ყველას გვირჩევნია, რომ გვითხრან: კიდევ უფრო ლამაზი ხარ, ვიდრე ფოტოებიდან ჩანდა. ან – დადუმდნენ სამუდამოდ.

წყარო: on.ge

688 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2018
M T W T F S S
« Jan    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728