რას უკავშირდება წმინდა ვალენტინის დღე და რა ვაჩუქოთ ჩვენს ვალენტინს

საინტერესო ფაქტები

14 თებერვალს მსოფლიო წმინდა ვალენტინის დღეს აღნიშნავს. სიყვარულის დღედ წოდებული დღესასწაული პირველად ინგლისში 1835 წელს აღინიშნა, 1847 წლიდან კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ პოპულარულ დღესასწაულად იქცა.

წმინდა ვალენტინის დღე მესამე საუკუნის მოწამეს, წმინდა ვალენტინს უკავშირდება. იგი რომის იმპერიაში ადრეულ ქრისტიანებს ჯვარს წერდა, 270 წლის 14 თებერვალს კი მას თავი მოკვეთეს. არსებობს ლეგენდა, რომ საპყრობილეში ყოფნისას წმინდა ვალენტინმა უსინათლო გოგოს მხედველობა დაუბრუნა, მოგვიანებით კი მას წერილი გაუგზავნა წარწერით „შენი ვალენტინი“.

ადრეულ შუა საუკუნეებში ვალენტინი კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მე-20 საუკუნიდან მისი გარდაცვალების დღე სიყვარულის საერთაშორისო დღედ აღინიშნება.

ისტორიკოსებისა და ფოლკლორისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის სიკვდილით დასჯას არ უკავშირდება, არამედ ეს თარიღი პირობითად იქნა შერჩელი რომის იმპერიაში არსებული წარმართული დღესასწაულის, ლუპერკალიის ჩასანაცვლებლად. ლუპერკალია, იგივე ნაყოფიერების დღესასწაული 15 თებერვალს ღვთაება ფაუნუსის პატივსაცემად აღინიშნებოდა. ამ დღეს რომაელები წარმართ ღმერთს მსხვერპლს წირავდნენ. მე-5 საუკუნიდან ქრისტიანულ რომში ლუპერკალია აიკრძალა.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼

შეიძლება ბევრისთვის ჩვეულებრივი დღე იყოს 14 თებერვალი, მაგრამ თუ შეყვარებული ხართ, მაშინ დროა საყვარელი ადამიანისთვის საჩუქარზე იფიქროთ.

საუკეთესო იქნება ნივთი, რომელიც შეიძლება ორივემ გაიყოთ, მაგალითად: კლასიკური კულონი 2 ნახევრის ფორმით, ერთი ნახევარი თქვენ შეგვხვდებათ, მეორე – თქვენს მეორე ნახევარს. ასეთი საჩუქარი განსაკუთრებით გოგონებს მოეწონებათ. კარგი ვარიანტია ასევე არომატი – unisex – სუნამო, რომელიც თქვენს ქალურობას და მის მამაკაცურობას გაუსვამს ხაზს.

თქვენი რჩეულის გასახარებლად რამდენიმე რჩევას გთავაზობთ:

თაიგული (ქალბატონებისთვის) – ერთი შეხედვით ბანალურია, მაგრამ ასე არ არის, არასდროს არის მოსაბეზრებელი ყვავილები.

სამკაული  – ძვირფასი ლითონისგან დამზადებული სამაჯური, საათი, კულონი, საყურე და ა.შ.

სახასიათო საჩუქარი – თქვენთვის სასიამოვნო მომენტების ამსახველი ფოტოები, იგივე ფოტები გამოსახული მაისურსა თუ ჭიქაზე.

ნახატი – თქვენი ერთობლივი პორტრეტი შესრულებული ტილოზე ან თაბახზე გრაფიკულად.

ვიდეოკლიპი – თუ შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი კომპიუტერული პროგრამა, მოუმზადეთ თქვენს რჩეულს შინაარსობრივი ვიდეოკლიპი, რომანტიკული მუსიკით.

Pretty Little Liars Love GIF - Find & Share on GIPHY

წერილი – გაიხსენეთ ძველი მეთოდები და მისწერეთ მას თქვენი ხელით დაწერილი სასიყვარულო წერილი კონვერტით პატარა სუვენირთან ერთად. არ დაგავიწყდეთ ტექსტში იმის ჩაწერა რას ნიშნავს იგი თქვენთვის და რატომ არის გამორჩეული სხვებისგან.

თეთრეული – ყველაზე სექსუალური საჩუქარი გამოგივათ.

რომანტიკული საღამო – ეს საღამო სასურველია მოაწყოთ თქვენთვის სიმბოლურ ადგილას.

კალათა – ცოტა შოკოლადი, ცოტა ალკოჰოლური სასმელი, ჰელიუმის 1-2 ბუშტი და ცოტა ყვავილები – მშვენიერი საჩუქარია.

საჩუქრების სიას შეგიძლიათ დაუმატოთ ტანსაცმელი, აქსეუარები, სასაჩუქრე ვაუჩერები და ა.შ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები