Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

10 ფილმი, რომლებსაც მშობლებთან ერთად არ უნდა უყუროთ

10 ფილმი, რომლებსაც მშობლებთან ერთად არ უნდა უყუროთ
February 19
16:02 2018

მიუხედავად უამრავი შესაძლებლობისა, ფილმის შერჩევა მაინც რთულია, მაგრამ ეს კიდევ უფრო გვიძნელდება, როდესაც მას ჯგუფური ჩვენებისთვის ვარჩევთ, მით უმეტეს, როდესაც ეს ადამიანები ჩვენი მშობლები არიან. ფილმები, რომლებიც ამ სიაშია, აუცილებლად უნდა ნახოთ, მაგრამ არა მშობლებთან ერთად…

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

10. კარგი დრო (2017) – რობერტ პატინსონის საუკეთესო პერფომანსი თავის კარიერაში – სასოწარკვეთილი კონი, რომელმაც ბანკის გაძარცვა გადაწყვიტა და მეწყვილედ ძმა წაიყვანა, რომელიც გონებრივად შეზღუდულია. ცუდად დაგეგმილი ძარცვის გამო კონის ძმა პოლიციის ხელში აღმოჩნდა. ეს ფილმი ნამვილად შედის კატეგორიაში “მშობლების ყველაზე საშინელი კოშმარი”.

9. შავი გედი (2010) – ფილმი ბალეტზე ჰოლივუდის ორი ლამაზმანის მონაწილეობით, ნატალი პორტმანი და მილა კუნისი, ერთი შეხედვით, კარგი იდეაა ოჯახთან ერთად საყურებლად, მაგრამ… ფსიქოლოგიურ თრილერი საშინელებათა ჟანრის ელემენტებით არ არის ის, რისი გაზიარებაც მოგინდებათ, მაგალითად, დედასთან. თუ მაინც ამ ფილმზე შეაჩერებთ არჩევანს, წინასწარ მოემზადეთ სექსის სცენებისთვის, რომელიც ძალადობასაც შეიცავს, ქალურ მასტურბაციას და გოგოების სექსს. ნატალი პორტმანმა ამ ფილმში ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიიღო.

8. 1922 (2017) – თომას ჯეინი ფერმერის როლს ასრულებს, რომელმაც მოზარდი შვილის დახმარებით მოკლა ცოლი და ვირთხების საჭმელად დააგდო. მკვლელობის სცენის და იმის შემდეგ, რაც სიუჟეტს მოსდევს, თქვენ მშობლებს ადგილის პოვნა ნამდვილად გაუჭირდებათ…

7. იგი (2017) – პატარა ქალაქში შვიდი ბავშვი ცნობილი როგორც “ლუზერების კლუბი” უპირისპირდება მონსტრს, რომელსაც შეუძლია მიიღოს კლოუნის სახელად პენივაისის ფორმა. ბევერლი, ერთადერთი გოგო ამ კლუბში, მამას კლავს, რომ ის არ გააუპატიუროს, ჰენრი კი ყელს ჭრის მამამისს…

6. გარდაუვალი (2003) – გასპარ ნოეს დაწერილი და გადაღებული თრილერი სუნთქვას შეგიჩერებთ, მაგრამ დიდ უხერხულობას შეგიქმნით, თუ მის ნახვას ოჯახის წევრთან ერთად გადაწყვეტთ. უცნობი მოძალადის მიერ გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალის მეგობარი და ყოფილი მეუღლე გადაწყვეტენ შური იძიონ.

5. ამერიკული ნამცხვარი (1999) – კომედიური ფილმი ოთხ თავქარიან მეგობარზე, რომლებიც ვაჟიშვილობის დაკარგვას ცდილობენ. თუ არ გინდათ მშობლებთან ერთად გარყვნილ ახალგაზრდებს უყუროთ, ჯობს სხვა ფილმი შეარჩიოთ…

4. მექანიკური ფორთოხალი (1971) – სტენლი კუბრიკის კრიმინალური დრამა, რომელიც ხულიგნების ბანდაზეა. მათ ლიდერს ფსიქიური გადახრა აქვს სექსზე და ძალადობაზე, რისთვისაც ციხეში აღმოჩნდება. კუბრიკის კლასიკურ სტილში ფილმი ადამიანების მორალს და ფსიქოლოგიას ყველაზე საშიში კუთხით უღრმავდება. ძალადობის და გაუპატიურების სცენების გამო ფილმის ყურება მშობლებთან ერთად არ ღირს, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ოსკარზე ოთხ, ოქროს გლობუსზე სამ და ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე შვიდ კატეგორიაში იყო ნომინირებული.

3. წმინდა ირმის მკვლელობა (2017) – იორგოს ლანტიმოსი ბერძნულ ტრაგედიებს და იგავებს ეყრდნობა ფილმების შესაქმნელად, რომლებიც ალეგორიული, აბსურდული და უდავოდ მომხიბვლელია. მისი უკანასკნელი ნამუშევარი იკვლევს შემდეგ საკითხს: იძულებული რომ იყოთ ერთ-ერთი შვილი მოკლათ, როგორ გააკეთებდით ამას? ფილმმა კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო სცენარისთვის მოიგო.

2. დედა! (2017) – დარენ არანოვსკი ამ ფილმის გამო კრიტიკოსებმა გაანადგურეს. ფილმი “წმინდა ირმის მკვლელობის” მსგავსად ბიბლიური ალეგორიებით და მეტაფორებით არის გაჯერებული. თუ მაინც გადაწყვეტთ უყუროთ ამ ფილმს მშობლებთან ერთად, მისი დასრულების შემდეგ, როდესაც მეტყველების უნარი დაგიბრუდნებათ, ბევრ რამეზე გექნებათ სალაპარაკო…

1. ლურჯი ყველაზე თბილი ფერია (2013) –  ეს ისტორია კარგად აღწერს ორი ახალგაზრდა გოგოს ურთიერთობის ყველაზე პატარა დეტალებსაც კი. მიუხედავად იმისა, რომ აბდელატიფ კეშიშის ფილმი უღრმავდება სიყავრულის არსს, თუ თქვენ მის ყურებას მშობლებთან ერთად დაიწყებთ, მალე ინანებთ ამ გადაწყვეტილებას და შექმნილი უხერხულობა დაუსრულებლად მოგეჩვენებათ.

წყარო: cinemania.adjara.com

8 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2018
M T W T F S S
« Jan    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728