Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

„Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო“ – ქართველი სტუდენტის ახდენილი ოცნება

„Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო“ – ქართველი სტუდენტის ახდენილი ოცნება
February 23
10:39 2018

ლუკა ლომთაძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტის, მესამე კურსის სტუდენტია. ორი სასწავლო წელი საქართველოში გაატარა, შემდეგ კი სწავლის გასაგრძელებლად უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში, კალიფორნიაში გადავიდა.

☼ გსურს ლოგისტიკის კურსის გავლა? შეარჩიე საუკეთესო პროგრამები EDU.ARIS.GE-ზე ☼

ლუკა პირველია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ვინც Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებას გაივლის. ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან 300 საუკეთესო სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სოფტვეარ დეველოპერად სილიკონ ველზე მიიწვია. „Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, – აცხადებს ლუკა.

როგორ შეარჩია პროფესია და რა გზა გაიარა სილიკონის ველზე მოხვედრამდე, ამ თემებზე ლუკა ინტერვიუში გვესაუბრება.

– ლუკა, კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალობით როდის დაინტერესდი?

როდესაც პირველად ვნახე თუ რა იყო ალგორითმული დაპროგრამირება. პროგრამირება ისეთი ინსტრუმენტია, რომლითაც დღეს სხვადასხვა სფეროში ბევრი საინტერესო რამის შექმნა შეიძლება.

– რამდენად კმაყოფილი ხარ საქართველოში განვლილი ორი სასწავლო კურსით?

ბევრი რამ ვისწავლე და დიდი გამოცდილება მივიღე იმ პირველ ორ წელიწადში რაც საქართველოში გავატარე. მაქსიმალურად ვიყენებდი ყველა შესაძლებლობას, რომელსაც სდსუ-ში სწავლა მაძლევდა.

– საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება რატომ გადაწყვიტე?

მიყვარს გამოვცადო ჩემი შესაძლებლობები სხვადასხვა გარემოში. აქაური გარემო კი სწორედ იმ კონკურენციით გამოირჩევა, რომელშიც ჩართვა ჩემი დიდიხნის გეგმა იყო.

– ამერიკაში გადასვლამ ალბათ, ბევრი რამ შეცვალა შენს ცხოვრებაში. მოგვიყევი როგორ ცხოვრობ და სწავლობ…

ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად ვცხოვრობ. ყველანაირად ვცდილობთ აქაური სტუდენტებისგან სხვადასხვა წარმატებით, აზროვნების გზითა და ცხოვრებისეული საქციელებით გამოვირჩეთ. ვფიქრობ, კარგად გამოგვდის.

– რაც შეეხება ფეისბუქის მთავარ ოფისში სტაჟირებას, რა პერიოდი გრძელდება და როგორია შენი მოლოდინი?

მაისში, სასწავლო სემესტრის დამთავრების შემდეგ იწყება, გრძელდება ახალი სემესტრის დაწყებამდე, მთელი ზაფხულის განმავლობაში.

– თუ გაქვს კონკრეტული ახალი იდეები, რომლებიც გინდა სამუშაო ჯგუფს გაუზიარო?

საკმაოდ ბევრი. უბრალოდ ახალ იდეებზე განხორციელებამდე არ ვსაუბრობ.

– გაქვს კონკრეტული მიზანი, რასაც გინდა მიაღწიო?

ცხოვრების მთავარი მიზანი ჩემი მაქსიმუმის პოვნაა. ყოველთვის იმაზე მეტის გაკეთებას ვცდილობ ვიდრე დაგეგმილი მაქვს, და ცხოვრებაში სიახლის შემოტანის არცერთ შანსს არ ვუშვებ. მუდმივად არსებულის დახვეწაში და სიახლის ძიებაში ვარ.

ავტორი: ნათია ზარიძე

288 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2018
M T W T F S S
« Jan   Mar »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728