Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

კორეის განვითარების ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა

კორეის განვითარების ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა
February 26
11:22 2018

კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა (KDI School of Public Policy and Management) უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სამაგისტრო პროგრამებს.

 ☼  გსურს გერმანული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამები ფინანსდება კორეის საერთაშორისო განათლების ეროვნული ინსტიტუტის (NIIED – National Institute for International Education) მიერ კორეის სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში (KGSP – Korean Government Scholarship Program), რომელიც სტუდენტებს სთავაზობს სწავლისა და ავიაბილეთების საფასურის სრულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ სტიპენდიებს.

  • საჯარო პოლიტიკის მაგისტრი – Master of Public Policy (MPP)
  • განვითარების პოლიტიკის მაგისტრი – Master of Development Policy (MDP)
  • საჯარო მართვის მაგისტრი – Master of Public Management (MPM)

განაცხადი უნდა გადაიგზავნოს როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური სახით კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლაში შემდეგ მისამართზე: The Office of Admissions KDI School of Public Policy and Management 263 Namsejong-ro, Sejong, 30149 Republic of Korea.

განაცხადების მიღების ვადა იწურება 2018 წლის 16 მარტს, ხოლო განაცხადების განხილვის შედეგები ცნობილი გახდება მ/წ ივნისის ბოლოს.

დანართის სახით იხილეთ დამატებითი ინფორმაცია აღნიშნული პროგრამების შესახებ.

2 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
February 2018
M T W T F S S
« Jan    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728