ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის თბილისსა და ქუთაისში

დასაქმება

კომპანია GAC, რომლის პროფილსაც წარმოადგენს ავტომობილები და მათი მომსახურება, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • კლიენტებისთვის პროდუქტისა და მომსახურეობის შეთავაზება (ყოველდღიურად დაგეგმილი სამუშაო გრაფიკის მიხედვით);
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;
  • ეფექტური პრეზენტაციების მომზადება ბაზრის ანალიზის საფუძველზე;
  • რეპორტების მომზადება შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
  • ჩანაწერების წარმოება სამოქმედო არეალისა და გაყიდვების შესახებ;
  • გუნდის მხარდაჭერა დასახული მიზნების შესრულების უზრუნველსაყოფად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით (შესაძლოა
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (word, excel, powerpoint) ;
  • სარეკლამო მასალებზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

  • მომხმარებლებთან ურთიერთობის, კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • ზომიერად თავდაჯერებული;
  • მიზანდასახული;
  • კლიენტზე ორიენტირებული;
  • დახვეწილი მეტყველება;
  • სასიამოვნო გარეგნობა;

ანაზღაურება:

ფიქსირებულ ხელფასი + ბონუსი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@gac.ge. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1-ლი აპრილი.

გთხოვთ საგანში (“subject”) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 3 წლის განმავლობაში.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

“ლიბროსი” აცხადებს  ქოლ-ცენტრის ოპერატორის ვაკანსიას.

შპს “ლიბროსი” წარმოადგენს წიგნების სატელეფონო გაყიდვების კომპანიას, რომელიც გამავალი ზარების მეშვეობით ახდენს პროდუქციის შეთავაზებას, გაყიდვას და ადგილზე მიტანას დასავლეთ საქართველოში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი (სტუდენტი) განათლება;
  • სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები რუსულ და ინგლისურ ენებში (სასურველია);
  • კლიენტებთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის წარმართვა;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება.

აუცილებელი უნარები:

  • კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა:
  • ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
  • მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ასაკი: 18-დან 40 წლამდე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: არასრული, 10:00-16:00-მდე; 16:00-დან 22:00-მდე მონაცვლეობით.
  • დამატებითი ინფორმაცია: ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული და ბონუსი.
  • ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქუთაისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV მისამართზე: infolibros2015@gmail.com. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 1-ლი აპრილი.

გთხოვთ, სათაურის ველში(“subject“), მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ლიბერთი ბანკი ცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების აგენტის (რეზერვი) პოზიციაზე თბილისში.

შერჩეულ კანდიდატებს მიეცემათ საშუალება მცირე დროში გაიზარდონ და განავითარონ საკუთარი პროფესიონალური უნარები.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბანკის სხვადასხა პროდუქტების დისტანციურად გაყიდვა წინასწარ შერჩეული კლიენტების სიაზე, Call Script – ის მეშვეობით;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაწესებული გაყდვების გეგმის შესრულება;
  • კლიენტის გარკვევა საკრედიტო პირობებში, კითხვაზე პასუხის გაცემა;
  • კლიენტის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში საკრედიტო პროდუქტის აქტივაცია, კლიენტის ანგარიშზე შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
  • სისტემატიური რეპორტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება / დამამათავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია – საბანკო საქმე, მენეჯმენტი, ფინანსები)
  • კარგი ორგანიზაციული, წერითი და ინტერპერსონალური თვისებები, პასუხისმგებლობის გრძნობა და პრინციპულობა;
  • კომპიუტერზე მუშაობის დახვეწილი უნარ-ჩვევები;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • დარწმუნების უნარი;
  • სისხარტე
  • აზროვნების სისწრაფე;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სრული სამუშაო განაკვეთი.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი (დეტალური ინფორმაცია მოგეწოდებათ გასაუბრების პროცესში).

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 მარტი. გთხოვთ, საგანში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები