ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

კომპანია Promo Agency Kutaisi აცხადებს ვაკანსიას სარეკლამო აგენტის პოზიციაზე.

ასაკი: 18-30 წლამდე გოგონა
მდებარეობა: თბილისი

აღწერა: ფასდაკლების ვაუჩერების გავრცელება-რეალიზაცია ქუთაისში, სავაჭრო ცენტრებსა და მარკეტებში.

აუცილებელი მოთხოვნები:

2 ფოტოსურათი და რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ ფოსტაზე.
განათლება – საშუალო/სტუდენტი.

ენები:

ქართული – კარგად
ინგლისური – დამაკმაყოფილებლად
რუსული – დამაკმაყოფილებლად

სამუშაო გამოცდილება:

მინიმუმ 1 თვე გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
მინიმუმ 1 თვე პრომო გოგონად მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება:

შეთანხმებით.
დღიური ანაზღაურება
მოგების 25%.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვეხმაურეთ კომპანიის ელ ფოსტაზე: promoagencykutaisi@gmail.com 2018 წლის 3 აპრილამდე.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

კომპანია Estelab-ი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება, ასევე განიხილება განათლების ნებისმიერი მიმართულების სტუდენტი.
სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში;
კომპიუტერული და საოფისე პროგრამების გამოყენების შესაძლებლობა საბაზისო დონეზე.

უნარ-ჩვევები:

გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი.
სასიამოვნო ხმის ტემბრი.
კომუნიკაბელური, თავდაჯერებული.
პრეზენტაბელური, ინფორმაციის გამართულად გადაცემის უნარი.
მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
გუნდური მუშაობის უნარი.
პასუხისმგებლიანი, პუნქტუალური.
სტრესულ სიტუაციებში ლავირებისა და მდგომარეობის მართვის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

პოტენციურ პაციენტებთან გამავალი ზარის განხორციელების საშუალებით ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქციისა და სერვისის შესახებ
პაციენტების ჩაწერა მათთვის სასურველ დროსა და სასურველ პროცედურაზე.
სატელეფონო საუბრის საშუალებით პაციენტებისათვის პირველადი ანკეტის შევსება.

ჩვენ გთავაზობთ:

სამუშაო გრაფიკი : ნახევარი განაკვეთი
კომფორტული სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი.
წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა ესთეტიკური მედიცინის კლინიკათა საერთაშორისო ქსელში.

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია:
ადგილმდებარეობა: თბილისი, ო.ჩხეიძის ქ. #10
ელ-ფოსტა : cs.estelab@gmail.com

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: cs.estelab@gmail.com და სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ქოლ-ცენტრის ოპერატორი). ბოლო ვადა 2018 წლის 26 მარტი.

კლინიკა Estelab-ი -ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ESTELAB Clinic- ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

სავარძელი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

მდებარეობა – თბილისი; გრაფიკი-შეთანხმებით

განათლება – უმაღლესი; (შესაძლებელია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.

უნარები:

საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება
ეფექტური კომუნიკაციის უნარი
ეფექტური გაყიდვების წარმოების უნარი
სამუშაოს დაგეგმვის, კოორდინაციის,
ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი,
ადამიანის მოსმენისა და დარწმუნების უნარი
პრეზენტაციის მომზადებისა და ჩატარების უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

კორპორატიული კლიენტების მოძიება და მათი მოთხოვნების

შესწავლა:

პროდუქციის რეალიზება და ამ მიზნით არსებული კორპორატიული პორტფელის გაზრდა,
მუდმივი კონტაქტი არსებულ და ახალ დამკვეთებთან,
გაყიდვებთან არსებული ყოველკვირეული, ყოველ თვიური ანგარიშების წარმოდგენა.

ენები:

სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ფლობა.

ასაკი : 20 – 35 წლამდე.

ანაზღაურება შეთანხმებით,
სქესი –ნებისმიერი,
სამუშაო გრაფიკი – თავისუფალი,

სასურველია მართვის მოწმობა

აუცილებელია მონაცემებს ახლდეს ფოტოსურათი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება: hr.savardzeli@yahoo.com. ბოლო ვადა 2018 წლის 26 მარტი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები