Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

მაღლივის ხიდის რეაბილიტაციის გამო, სტუდენტებისთვის უფასო ავტობუსები დაინიშნა

მაღლივის ხიდის რეაბილიტაციის გამო, სტუდენტებისთვის უფასო ავტობუსები დაინიშნა
March 12
10:24 2018

თსუ-ის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბაგებიდან მაღლივამდე ავტობუსების დროებითი მარშრუტი დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ სამი ავტობუსი ხიდის რეაბილიტაციის პერიოდში უფასოდ იმოძრავებს და მხოლოდ სტუდქალაქთან და მაღლივ კორპუსთან გაჩერდება.

თბილსიის მერის თქმით, ხიდს, რომელიც აშენების შემდეგ არასოდეს შეკეთებულა, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

“ჩვენ დავიწყეთ სარეაბილიტაცო სამუშაოები ამ საფეხმავლო ხიდზე, რომელიც ბაგებსა და მაღლივ კორპუსს ერთმანეთთან აკავშირებს. ხიდს აშენების შემდეგ რეაბილიტაცია აქამდე არასოდეს ჩატარებია. ჩვენ აქ კაპიტალურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩავატარებთ, რაც, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამასთან, რადგან აღნიშნული ხიდით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ სამი ავტობუსი, რომელიც ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მოემსახურება მათ, ვინც ამ ხიდის მეშვეობით გადმოდის ბაგებიდან მაღლივის მიმართულებით და პირიქით. რეაბილიტაციის დასრულებამდე ეს ავტობუსები 10-წუთიანი ინტერვალებით იქნება მათ სამსახურში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია მოიცავს ხიდზე არსებული საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გრუპო პონტე” აწარმოებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაოები 4 თვეს გაგრძელდება და მისი ღირებულება 515 515 ლარია.

წყარო: tabula.ge

110 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
March 2018
M T W T F S S
« Feb    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031