Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

“არსებობს ძალიან დიდი ბარიერი პროფესორსა და სტუდენტს შორის” – ქართველი სტუდენტი საფრანგეთიდან

“არსებობს ძალიან დიდი ბარიერი პროფესორსა და სტუდენტს შორის” – ქართველი სტუდენტი საფრანგეთიდან
March 14
15:42 2018

ელენე ჭიჭინაძე საფრანგეთის მთავრობისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმატებული სტიპენდიატია, რომელიც ბორდოს უნივერსიტეტში, სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულეტეტზე სწავლობს, შედარებითი პოლიტიკის პროგრამაზე.

მომავალი პროფესიით ის ადრეული ასაკიდანვე დაინტერესდა. ბაკალავრიეტის საფეხური საქართველოში გაიარა და ფრანგული ენაც აქ შეისწავლა. როგორ ცხოვრობს და სწავლობს საფრანგეთში და რა სირთულეების გადალახვა მოუწია, ამის შესახებ ელენე ინტერვიუში გვესაუბრება.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

– ელენე, სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებებით როდის და რატომ დაინტერესდი?

სოციალური მეცნიერებები სკოლის პერიოდადნვე მაინტერესებდა და სწორედ ამ ინტერესმა განაპირობა ის, რომ ჩავაბარე თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავარო პროგრამაზე. თავისუფალში სწავლამ ჩემი პრიორიტეტების უფრო კონკრეტულად განსაზღვრის საშუალება მომცა, ფრანგული ენაც სწორედ აქ შევისწავლე და, შესაბამისად, გადავწყვიტე მაგისტრატურა საფრანგეთში, პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით გამევლო.

– მოგვიყევი, რა სირთულეების გადალახვა მოგიხდა პირველ ეტაპზე და როგორ გაართვი თავი პრობლემებს?

საფრანგეთში ჩამოსვლისას თითქმის ყველა სტუდენტის მთავარ დაბრკოლებას ფრანგული ბიუროკრატია წარმოადგენს, უამრავი ქაღალდი, ფოსტაში დაუსრულებელი სიარული, უკან დაბრუნებული საბუთები და ახალ-ახალი ანკეტები… თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ ეჩვევი სისტემას და ფრანგულ დოკუმენტებთან გამკლავებას უფრო მარტივად ახერხებ.

მეორე სირთულე უშუალოდ სწავლასთან არის დაკავშირებული. ფრანგების აკადემიურ სტილსა და თეზისების წერის მეთოდოლოგისთან შეჩვევა არც თუ ისე ადვილია და ადაპატაციის პერიოდს საკმაოდ ახანგრძლივებს. აღნიშნული სირთულეც დროსთან არის დაკავშირებული და რამდენიმე სემინარის თუ ესეს დაწერის შემდეგ ხვდები, რომ შენი აზრებისა და იდეების ფრანგულ მეთოდოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევა შეგიძლია.

– სად ცხოვრობ და როგორია შენი დღის განრიგი?

ვცხოვრობ სტუდენტურ საცხოვრებელში უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე. კვირის დღეების ძირითადი ნაწილი ლექციებს ეთმობა, რომლებიც საკმაოდ ადრე, ზოგჯერ 8 საათზეც კი იწყება. ლექციების შემდეგ დროს ბიბლიოთეკაში ყოველკვირეულ თეზისებზე მუშაობას ვუთმობ.

– რა საერთოსა და განსხვავებას ხედავ ქართულ და ფრანგულ უმაღლესი განათლების სისტემებს შორის?

თავისუფალი უნივერსიტეტი ქართული უმაღლესი განთლების სისტემის სტანდარტებში ნაკლებად ჯდება, თუმცა გამოცდილებიდან გამომდინარე ჩემს უნივერსიტეტთან გავავლებ პარალელს.

თავისუფალში სტუდენტები ყოვლდღიურად უფრო მეტად ვიყავით ჩართულები სალექციო პროცესში, საფრანგეთში კი ლექციების განმავლობაში სტუდენტის როლი მაქსიმალურად შეზღუდულია. არსებობს ძალიან დიდი ბარიერი პროფესორსა და სტუდენტს შორის. ასევე აღსანიშნავია განსხვავება აკადემიური წერის სტანდარტებთან დაკავშირებით.

– უკვე განვლილ სასწავლო პროგრამაში რა იყო შენთვის აღმოჩენა?

პირველ სემესტრში მქონდა ძალიან საინტერესო საგანი, სოციალური მეცნიერებების ეპისტემოლოგია, რომლის მსგავსიც საქართველოშიც არ გამივლია. მეცნიერების ეს დარგი ჩემთვის ახალი აღმოჩენა იყო და ფილოსოფიური კუთხით დანახული შემეცნების თეორიებს დიდი ინტერესით ვსწავლობდი.

– სწავლის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული?

სწავლის გარდა ჩართული ვარ უნივერსიტეტის სტუდენტური ოფისის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ აქტივობებში, რომლებიც უცხოელი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი.

– რას გეგმავ მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ?

ვგეგმავ საქართველოში დაბრუნებას და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას.

ავტორი: ნათია ზარიძე

899 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში