ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

ბიზნეს კომპანია შპს წარმატებული გუნდი აცხადებს ვაკანსიას პიარ მენეჯერი/ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

შესაძლებელია სტუდენტებისთვის მორგებული გრაფიკიც.

ფუნქცია მოვალეობები:

პროდუქციის რეკლამირება
მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოება , პრეზენტაცია
საბუთების მოწესრიგება ოფისის ფარგლებში

სამუშაო საათები:

დღეში 5 საათი, ორშაბათი – პარასკევი
შაბათ-კვირის გარდა

ხელფასი:

ხელშეკრულებით გათვალისწინებული 550ლ.
გასაუბრება ჩატარდება 2 ეტაპად.

დასაქმების შემთხვევაში , დასაქმებული გაივლის ტრენინგს ბიზნესისა და მარკეტინგის სფეროში და გაიცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ- ფოსტაზე: Natali19800601@gmail.com 2018 წლის 7 აპრილის ჩათვლთ.

☼  დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼ 

„გუდვილი“ აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო დარბაზის კონსულტანტის პოზიციაზე

პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

მომხმარებლისთვის სარეალიზაციო პროდუქტის ირგვლივ კონსულტაციის გაწევა;
პროდუქციის რეალიზებისთვის გამზადება: პროდუქციის ვადიანობის, ხარისხის, ანოტაციების, ფასმაჩვენებლების შემოწმება და კონტროლი;
მის კომპეტენციაში შემავალ სექციაში პროდუქციის შევსების უზრუნველყოფა, სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;

მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
სასურველია მომხმარებელთან ურთიერთობაში სამუშაო გამოცდილება;
რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა და დისციპლინა;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hrg@goodwill.ge; სათაურის ველში მიუთითეთ „konsultanti”, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 19 აპრილი.

დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

თანამდებობრივი ვალდებულებები:

უძრავი ქონების პოტენციურ შემძენებთან მოლაპარაკების წარმართვა და შეთავაზების გაკეთება;
მაქსიმალური ძალისხმევის გამოჩენა უძრავი ქონების პოტენციურ შემძენებთან საბოლოო შეთანხმების მისაღწევად;
პოტენციურ კლიენტთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ ყველა საჭირო დოკუმენტების იურისტისთვის გადაცემა ხელშეკრულებების გასაფორმებლად;
მომხმარებელთათვის საჭირო ინფორმაციის დროულად მოძიება, მიწოდება და მუდმივი კავშირი;
უძრავი ქონების პოტენციურ შემძენთა ბაზის შექმნა, მისი წარმოება და მუდმივი განახლება;
უძრავი ქონების შემძენი სუბიექტების ბაზის შექმნა, მისი წარმოება და მუდმივი განახლება;
ყოველდღიური რეპორტების მომზადება, ანალიზი და ხელმძღვანელთან განხილვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებიც).
სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
დამარწმუნებელი, არგუმენტირებული, დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა;
დროის ეფექტური მართვის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ანალიტიკური აზროვნება;

ანაზღაურება: ფიქსირებული (გადაწყდება კვალიფიკაციის შესაბამისად) + საბონუსე სისტემა

სამუშაო ადგილი: თბილისი;

ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით; ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება, შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე: Lkvinikadze81@gmail.com 2018 წლის 20 აპრილის ჩათვლით.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები