რა უცნაური მოთხოვნები აქვთ სტუდენტებს საერთო საცხოვრებლებთან დაკავშირებით

მხიარული ინფო

საზღვარგარეთ სწავლას თან ბევრი სირთულე ახლავს – ახალი გარემო, ახალი ადამიანები, ახალი საცხოვრებელი სახლი, სწავლების სხვანაირი მეთოდები და განსხვავებული მიდგომები ყველაფრის მიმართ. თუმცა ამ სიძნელეებს დროთა განმავლობაში დაძლევთ.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

მოგეხსენებათ, უმეტეს შემთხვევაში სტუდენტებს საერთო საცხოვრებელში უწევთ გაჩერება, რაც ზოგიერთისთვის დისკომფორტს უქმნის. სწორედ ამიტომ, უცხოურმა სტუდენტურმა საიტმა გამოკვლია საზღვარგარეთ წასვლისას რა მოთხოვნები ჰქონდათ სტუდენტებს საცხოვრებელთან დაკავშირებით.

გთავაზობთ მათ მიერ დასახელებულ 10 ყველაზე უცნაურ მოთხოვნას:

1. “შეიძლება ჩემი ზაზუნა წამოვიყვანო არგენტინაში?”

2. “შეგიძლიათ მითხრათ რა სისქისაა კედლები ბინაში?”

3. “არის ოთახში საკმარისი ადგილი ფორტეპიანოსთვის?”

4. “ხომ არ იცით, ჩემი თვითფრინავი აეროპორტში დაჯდება თუ საცხოვრებელ სახლთან?”

5. “ოთახში ფანჯარა იღება? როგორ იღება – ვერტიკალურად თუ ჰორიზონტალურად?”

6. “ოთახში უნდა იყოს ბევრი სარკე, მე ის ცეკვისთვის მჭირდება.”

7. “ჩემი საცხოვრებელს სამზარეულო რომ გამოაკლოთ ასე უფრო იაფი არ დამიჯდება?”

8. “მინდა ოთახი, სადაც კედელი არ იქნება წითელი.”

9. “ჩემი დამლაგებლისთვის მჭირდება ცალკე ოთახი, რომელიც ჰაიდი პარკს გადაჰყურებს.”

10. “მხოლოდ სამი თვე გამოვიყენებ თქვენს ოთახს, დანარჩენ სემესტრეს ჩემს მანქანაში გავატარებ.”

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები