5 საუკეთესო აპლიკაცია წიგნების წასაკითხად

სასარგებლო რჩევები

ადამიანები დაუსრულებლად კამათობენ იმაზე, წიგნის კითხვის რომელი მეთოდი ჯობია – ელექტრონული თუ ბუნებრივი. ერთის მხრივ, ელექტრონული წიგნები გაცილებით კომფორტულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, სქელყდიანი წიგნის მაგივრად, თუმცა თვალების ჯანმრთელობაზე გარკვეული ნეგატიური გავლენა აქვს. წარმოგიდგენთ აპლიკაციებს, რომლებიც უფასო წიგნებს ან მათთან დაკავშირებულ ინფორმაციებს გაწვდით.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

BOOKMATE – ერთ-ერთი საუკეთესო და ხარისხიანი აპლიკაცია: ის არამარტო კითხვაში გეხმარებათ, არამედ ერთგვარი სოციალური ქსელია, სადაც საკუთარი წიგნების თაროს შექმნით, მოიწონებთ ციტატებს და ყურადღებას მიაქცევთ რას კითხულობენ თქვენი მეგობრები. აპლიკაცია თქვენს ინტერესებს ითვალისწინებს და წიგნებსაც გირჩევთ.

LITRES – ერთ-ერთი უდიდესი ელექტრონული ბიბლიოთეკა – აქ უამრავ წიგნს ნახავთ, მათ შორის ბევრ უფასო წიგნს.

EBOOX – აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ფორმატის დოკუმენტს გახსნით.

LIVELIB – უფასო წიგნების მისაღებად მხოლოდ დარეგისტრირებაა საჭირო.

GOODREADS – კიდევ ერთი სოციალური ქსელი წიგნების მოყვარულთათვის. მას წვდომა აქვს ფეისბუქთან და ტვიტერთან და სიახლეების გაზიარება ამ პორტალებზეც შეგიძლიათ. აპლიკაცია ცოდნის შესამოწმებლად ვიქტორინებსაც გთავაზობთ.

წყარო: okmagazine.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები