ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

სადისტრიბუციო კომპანია შპს “ჯეოსტარი” აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი, სამგორი ნადარეიშვილის 4ა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ტექნიკური განათლებთ
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel

უნარ-ჩვევები:

  • ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაციის უნარი
  • მოტივირებული, მიზანდასახული
  • გუნდური მუშაობა
  • მონაცემთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული (09:00- დან 18:00 -მდე)
ანაზღაურება: 400 ლარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მეილზე: l.nanobashvili@geostar.ge და აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ბოლო ვადაა 2018 წლის 2 მაისი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

 ☼ გსურს რუსული ენის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

სამედიცინო ცენტრი “გიგეა” აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის შესწავლა;
  • სარეალიზაციო პროდუქციის შესახებ მომხმარებლისათვის ინფორმაციის მიწოდება და შეთავაზება;
  • დაინტერესებულ და ერთგულ მომხმარებელთა ბაზის მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სქესი: მამრობითი;
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • ორგანიზებულობა/მოწესრიგებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
  • სტრესულ სიტუაციებში ტოლერანტული დამოკიდებულების შენარჩუნება;
  • დროის მართვისა და მოლაპარაკებების ეფექტურად ჩატარების უნარი.

“გიგეა” გთავაზობთ:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.
  • პროფესიული ტრენინგ-კურსები: გაყიდვების და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით;
  • კომფორტული და მეგობრული სამუშაო გარემო;

სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი.
მდებარეობა: თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrgigea@gmail.com და “subject”-ის ველში მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ბოლო ვადაა 2018 წლის 25 აპრილი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები