Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

როგორია სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

როგორია სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
April 07
13:29 2018

აღდგომა ყველა ქრისტიანისთვის დიდი დღესასწაულია და სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღსათან დაკავშირებით განსხვავებული, ზოგჯერ კი უცნაური ტრადიციები აქვთ. საინტერესოა როგორია სააღდგომო ტრადიციები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

ბერმუდის კუნძულები – აქ აღდგომა არ არის მხოლოდ ტკბილეულის, ფერადი კვერცხების და სახალისო განწყობის დღესასწაული, ეს არის რელიგიური დღესასწაული. ამ დღეს ბერმუდელები სპეციალურად დამზადებულ საჰაერო ბუშტით ცაში უშვებენ გველებს, სიმბოლოდ იმისა რომ ისინი გაიქცევიან ქრისტეს ამაღლებამდე.

image

ნორვეგია – ქალაქი აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ჩერდება, არ მუშაობს ბანკები, საგანმანათლებლო ცენტრები, სასურსათო მაღაზიები და აღდგომამდე ერთი კვირით ადრე, შეიძლება ითქვას, ნორვეგია “მკვდარ” სახელმწიფოს ემსგავსება.

საფრანგეთი – საფრანგეთში ეკლესიის ზარები რეკვას წყვეტენ და ეს გრძელდება ხუთშაბათიდან შაბათი დღის ჩათვლით. ამით ფრანგები იესოს გარდაცვალებას გლოვობენ და მხოლოდ კვირა დღეს იწყებს ზარები რეკვას, რაც აღდგომის სიხარულს მაჩვენებელია. ზარების რეკვასთან ერთად საფრანგეთში ადამიანები ერთმანეთს ულოცავენ. აქ ძალიან აქტუალურია შოკოლადის კვერცხების დამზადება, რომელსაც ბავშვები ჰაერში ისვრიან. ის, ვისაც ნასროლი კვერცხი ძირს დაუვარდება, წაგებული რჩება.

კვიპროსი – აქ აღდგომა არ არის მხოლოდ დიდი დღესასწაული, კვიპროსელები ამ დღეს უსარგებლო, ძველი ნივთებს თავიდან იშორებენ. კვერცხებს კი ისინი მალავენ რათა თავიანთმა შვილებმა ეძებონ და იპოვონ იგი. დღესასწაულზე კვიპროსელები მიდიან ტყეში, მოაქვთ ძველი ხის ნაჭრები და ანთებენ კოცონს.

image

ფლორენცია, იტალია – ფლორენციელები დღესასწაულის მოახლოებისას მძიმე საქმიანობით არიან დაკავებულნი კერძოდ, წმინდა ცეცხლის დანთების შემდეგ ისინი მთელი ქალაქის მაშტაბით უშვებენ ფოიერვერკებს, რომელიც ქალაქის თავზე 20 წუთის განმავლობაში ნათდება, ეს 300 წლიანი ტრადიცია.

შვეიცარია – მთებში სააღდგომო სიმღერებს მრაერიან. ბევრ ქალაქში უფასოდ რიგდება პური, ყველი და ღვინო. მოსახლეობა მზის ამოსვლას ცეკვით ხვდება. ბევრი ქალაქი კი გირლანდებით ირთვება. ეწყობა სააღდგომო კვერცხების ბრძოლაც და გამარჯებულია ის, ვისი კვერცხიც ბოლომდე მთელი დარჩება. ძალიან ლამაზი სანახაობაა სააღდგომო რაინდების მსვლელობა, რომელშიც 400-ზე მეტი ადამიანი იღებს მონაწილეობას.

-

ესპანეთი – აქ პოპულარულია სააღდგომო მსვლელობა. ბიჭებს ხელში ბზის ტოტები უჭირავთ, გოგონებს კი, ტკბილეული, სასულიერო პირი კი ამ ბავშვებს ლოცავს. ყველაზე პოპულარული სანახობა ეწყობა პალმა-დე-მალიორკას ტაძართან, სადაც  „ქრისტეს ვნებების“თეატრალური წარმოდგენა იმართება.

ინგლისი – აქ აღდგომა ყველაზე პოზიტიურ დღესასწაულად ითვლება. კათოლიკურ ეკლესიებში სპეციალური კონცერტებიც კი ეწყობა. ამ დღეს მიღებულია ახალი სამოსის შეძენა, რაც ახალი სეზონის დადგომას მოასწავებს. სააღდგომო კალათები კვერცხებით, პურითა და სხვა საკვებითაა სავსე. ქუჩაში ამ დღეს ბავშვებს ტკბილეულს ჩუქნიან.

გერმანია – აქ აღდგომას 22 მარტიდან 25-აპრილამდე პერიოდში აღნიშნავენ და ზედიზედ 2 დღეს, კვირასა და ორშაბათს ზეიმობენ. გერმანიაში ტრადიციის ნაწილია სააღდგომო კურდღელი, რომელსაც პატარებს ბალახებში უმალავენ. თითქმის ყველა მორწმუნე გერმანელის ოჯახის სახლის კართან ყვავილებით სავსე გვირგვინი გხვდებათ, რაც ასევე ძველი ტრადიციაა.

პოლონეთი – აქ ძალიან აქტუალურია „სველი ორშაბათის“ დღის აღნიშვნა, როცა გამვლელებს წყლით სავსე პარკებით წყალს ასხამენ. გამვლელები კი ამას არ აპროტესტენ, რადგან ეს კეთილი სააღდგომო ტრადიციაა.

10

საქართველო – – აღდგომას საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებულად ზეიმობდნენ. სამზადისს აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე იწყებენ. დიასახლისები სააღდგომო პასქებს აცხობენ, რაც გოლგოთის მთის სიმბოლოა, მთის, სადაც მაცხოვარი ჯვარზე პარასკევ დღეს აცვეს. სწორედ პარასკევ დღეს იღებება კვერცხები წითლად, რაც ასევე მაცხოვრის ჯვარცმის სიმბოლოა. აღდგომას მწვანე ჯეჯილზე დალაგებული აუცილებელი წითელი კვერცხებისა და პასკის გარდა მაგიდას ხორცისა და თევზისგან დამზადებული, სუნელებით შეკმაზული კერძები, სალათები, საწებლები, ხაჭაპურები, ლობიანები და უამრავი სხვა ნუგბარი ამშვენებს. გაშლილ სუფრასთან აუცილებლად ინთება სანთელი. სიცოცხლის სადიდებელი ამ დღეს საქართველოში წითელი ღვინით ისმება — ესეც ქრისტეს სისხლის სიმბოლოდ. ორშაბათ დღეს კი მიცვალებულთა საფლავებზე გასვლა ტრადუციაა.
 
1 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2018
M T W T F S S
« Mar    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30