10 ევროპული ფილმი, რომლებმაც ჰოლივუდურ კინოს აჯობა

საინტერესო ფაქტები

აუცილებელი არ არის, რომ შენს პროდუქციას ჰოლივუდში ქმნიდე, ან თუნდაც “იქაური” იყო, რომ შენი ფილმი აღიარონ. არსებობენ რეჟისორები და არსებობენ ფილმები, რომლებიც ევროპაში შეიქმნა და ხმამაღლა შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ჰოლივუდურ ფილმსაც კი აჯობა.

მოკლედ, ჩამონათვალი, დაგეხმარებათ დაისვენოთ ყელში ამოსული ჰოლივუდური შტამპებისგან და სცენარისტების დაზეპირებული სიუჟეტებისგან.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

V ნიშნავს ვენდეტას (2005) – ძალიან საინტერესო და კომიქსების რეალობასთან ყველაზე ახლოს მდგომი ფილმი. ტოტალიტარული ბრიტანეთის ფუტურისტული პეიზაჟის ფონზე, ფილმი მოგვითხრობს წყნარ ახალგაზრდა ქალზე, ივიზე, რომელიც საბედისწერო სიტუაცაში გადაარჩინა კაცმა, ცნობილმა როგორც “V”. ფილმში მთავარ როლებს ნატალი პორტმანი და უგო უივინგი ასრულებენ. ჯეიმს მაკტიგის ფილმმა, რომლის მთავარი სლოგანი არის “ხალხს არ უნდა ეშინოდეს მთავრობის. მთავრობას უნდა ეშინოდეს ხალხის”, სხვადასხვა ფესტივალზე 30-მდე ნომინაცია დაიმსახურა.

კაცი სახელად ოვი (2015) – ბუზღუნა პენსიონერი ყველას, განურჩევლად სქესის, ეროვნული წარმომადგენლობისა და სოციალური სტატუსისა, იდიოტად თვლის. მაგრამ ამასთანავე, მზად არის ყველას დაეხმაროს. ეს სამყაროსადმი და სიკეთისადმი განსაკუთრებული სიყვარულია, რომლის მთავარი მიზანია – ყველამ კარგად იცხოვროს. ფილმიც ასეთია – მოღუშული, სასაცილო და ცრემლებამდე ტრაგიკული. ფილმი ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის და საუკეთესო გრიმისთვის იყო ნომინირებული.

ხელშეუხებელნი (2011) – ნამდვილი ისტორია ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც წესით ვერასოდეს შეხვდებოდნენ ერთმანეთს: ერთი პარალიზებულია, მაგრამ მდიდარი, მეორე კი – ჯანმრთელი, მაგრამ ღარიბი და გაუნათლებელი. წარმოუდგენლად კეთილი და საინტერესო კომედია, რომლის ყურების დროსაც ოპტიმიზმით აივსებით. მთავარ როლებს ფრანსუა კლუზე და ომარ სიასრულებენ. “ხელშეუხებელნი” ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის იყო ნომინირებული.

პიანისტი (2002) – ეს ფილმი იმდენად არ არის ებრაელებზე და ფაშისტებზე, რამდენადაც კატასტროფაზე, სადაც კატასტროფა ხდება ყოველდღიურობა, როდესაც ნელ-ნელა კარგავ ოჯახს, მეგობრებს, სამშობლოს, სახლს, მუსიკას… ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ ცდილობდა გადარჩენას პიანისტი ვლადისლავ შპილმანი გერმანელების მიერ დაპყრობილ პოლონეთში. რომან პოლანსკის ფილმი ოსკარის 7 კატეგორიაში იყო ნომინირებული, რომლიდანაც სამში გაიმარჯვა. ერთ-ერთი ქანდაკების მფლობელი თავად პიანისტის შემსრულებელი ედრიენ ბროუდი გახდა კატეგორიაში საუკეთესო მსახიობი კაცისთვის.

გუნდის მომღერლები (2004) – სიუჟეტი ვითარდება საფრანგეთში, ბიჭების სასწავლებელში, 1940 წელს. თითქოს, თითოეული იქ მყოფის მთავარი მიზანია დაამტკიცონ, რომ სიძულვილი ბადებს სიძულვილს. ბიჭები ასახიჩრებენ მასწავლებლებს, მასწავლებლები კი სჯიან ბიჭებს… სკოლის ახალი მასწავლებელი იმედდაკარგულ ბიჭებს ახალ იმედს და შთაგონებას სთავაზობს. ფილმი ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის და საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის იყო ნომინირებული.

ზღვის სიმღერა (2014) – არაჩვეულებრივად დახატული ანიმაცია ირლანდიიდან და ირლანდიურ მითებზე. დედის გარდაცვალების შემდეგ პატარა გოგონა მშობლების ნივთებში თეთრ ტყავს პოულობს, იცვამს მას და სელაპად იქცევა. აღმოჩნდა, რომ გოგონა დედის მხრიდან არის “სელკი”, ანუ ირლანდიური ქალთევზა. “ზღვის სიმღერა” ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო ანიმაციური ფილმისთვის.

დოგვილი (2003) –  ლარს ფონ ტრიერს ყოველთვის უყვარდა ექსპერიმენტები, მაგრამ სწორედ “დოგვილში” მიაღწია პიკს მისმა მინიმალიზმისადმი მიდრეკილებამ: სახლების, კედლების და ღობეების ნაცვლად იატაკზე დახაზული სქემებია. ძაღლის ნაცვლად – სილუეტი. აი, ადამიანების სისასტიკე კი – ნამდვილია.

28 დღის შემდეგ (2003) – თქვენ გაგიმართლათ, კომიდან გამოხვედით, მაგრამ მთელი დანარჩენი სამყარო კოშმარად გადაიქცა. პირველი ადამიანი, ვისაც შეხვდით, თქვენს შეჭმას ცდილობს. შემდეგ უკვე ხვდებით, რომ ზომბი – ეს, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა, მაგრამ პროგნოზირებადია. აი, ადამიანები კი, რომლებიც გადარჩენას ცდილობენ – ეს ნამდვილი საშიშროებაა. რეჟისორმა დენი ბოილმა შექმნა ძალიან საინტერესო ფილმი ცარიელ ლონდონში.

ნადირობა (2012) – სულელი გოგოს ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ კარგ ადამიანს ცხოვრება დაუნგრიოს, სხვა ადამიანები კი დაუნდობლები გახადოს. ბაღის პედაგოგს, რომელსაც მეს მიკელსენი ასრულებს ბრალს დებენ სექსუალურ ძალადობაში თავის მოსწავლეზე. ტომას ვინტერბერგის ფილმს 70-მდე ნომინაცია აქვს სხვადასხვა ფესტივალზე, მათ შორის ფილმი წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.

ღმერთო, უშველე გოგოს (2014) – ეს ფილმი მოზარდების სამყაროზეა, რომლებიც სულ ახლახანს გამოემშვიდობნენ ბავშვობას: თითოეული მოვლენა მათთვის რაღაც ახალი და გრანდიოზულია, რისთვისაც სასწრაფოდ უნდა მოძებნონ ახსნა. გარდა ამისა, მათ უნდა იპოვონ საკუთარი ადგილი ადამიანებს შორის, აღმოაჩინონ საკუთარი ხმა და ფიქრები. ეს საკმაოდ რთული, მაგრამ მაინც სასიხარულოა.

წყარო: cinemania.adjara.com

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები