ანაზღაურებადი ვაკანსიები სტუდენტებისთვის

დასაქმება

სს თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას განვადების მენეჯერის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: VC2490
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: დამწყები
ბოლო ვადა: 19 აპრილი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება
განათლება: სტუდენტი; ბაკალავრის ხარისხი.

ენების ცოდნა:

ქართული – მშობლიური
ინგლისური – კარგი
რუსული – კარგი.

უნარები:

კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, დეტალებზე ფოკუსირება, პასუხისმგებლობის გრძნობა
გაყიდვების უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
სასურველია სამუშაო გამოცდილება.

სამუშაოს აღწერა:

კლიენტების მოზიდვა;
დადგენილი გეგმების შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
პოტენციურ ან არსებულ კლიენტთან ეფექტური, თავაზიანი და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია;
კლიენტების კვალიფიციური კონსულტირება და ხარისხიანი მომსახურება;
აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს.

 ☼  გსურს სამაგისტრო/საგრანტო გამოცდისთვის მომზადება? გაეცანი პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე☼  

შპს “პრიმა მედი” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ინჟინრის თანამდებობაზე.

შპს “პრიმა მედი” უზრუნველყოფს სამედიცინო ლაბორატორიული ინსტრუმენტების, ტესტ-სისტემებისა და რეაქტივების იმპორტს და დისტრიბუციას. კომპანია წარმოადგენს წამყვანი ევროპული ლაბორატორიული მწარმოებელი კომპანიების ექსკლუზიურ დისტრიბუტორს საქართველოში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ბაკალავრის ხარისხი ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ტექნიკური განათლებით – აუცილებელია;
ინგლისური ენა – აუცილებელია;
MS Office პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე – აუცილებელია;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება – სასურველია;
მართვის მოწმობა (B კატეგორია) – სასურველია.

ძირითადი მოვალეობები:

დამკვეთის რეგულარულ პარტნიორებთან სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილეობის მოვლა/დახმარება “მეინთენანსი”;
დაზიანებული სამედიცინო ტექნიკის შეკეთება.

პიროვნული უნარები:

პრეზენტაბელურობა, წარმომადგენლობითი უნარები;
კომუნიკაბელურობა;
ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა, შედეგებზე ორიენტაცია;
პრობლემების ანალიზი და სწრაფი რეაგირების უნარი;
დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
სამუშაო სპეციფიკაციასთან და ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: hr@primamedi.com; ელ ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ბოლო ვადაა 5 მაისი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები