10 ფილმი, რომლებიც თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეჭვქვეშ დააყენებს

საინტერესო ფაქტები

ხშირად აღმოგიჩენიათ მსგავსება საკუთარ თავსა და ფილების პერსონაჟებს შორის? – ეს არცაა გასაკვირი, ფილმებს ხომ რეალურ ფაქტებზე, არსბულ გრძნობებსა და ნაცნობ გარემოებებზე იღებენ. თუმცა არსებობს ისეთი ფილმებიც, რომლებიც განსხვავებულია და თქვენს შეხედულებებს, დამოკიდებულებებსა და გამოცდილებას ეჭვქვეშ დააყენებს. გთავაზობთ 10 ფილმს, რომლებიც თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას გააცამტვერებს.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

Jagten (The Hunt) – ფილმი მოგვითხრობს ბაღის მასწავლებელზე, რომელიც განმარტოვებით ცხოვრობს, რადგან ცხოვრება დაენგრა. მას ბრალს დებენ პატარა ბავშვზე ძალადობაში, ხოლო მისი შვილი ციხეშია. კაცი ცდილობს თავის თავში აღმოაჩინოს ძალა, რათა შეძლოს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

Shi (Poetry) – ფილმი 66 წლის ქალის შესახებაა, რომელსაც “უყვარს ყვავილები და ლაპარაკობს უცნაურობებს”. ის გადაწყვიტავს პოეზიის კურსებზე შევიდეს, რათა ლექსების დახმარებით უფრო კარგად ისწავლოს სამყაროს აღქმა. პარალელურად მია ორ საშინელ ამბავს იგებს: მისი შვილიშვილი სკოლის მოსწავლე გოგონას გაუპატიურებაში იღებდა მონაწილეობას, რის შემდეგაც გოგონამ თავი მოიკლა. თავად მიას კი ალცჰაიმერის დაავადება აღმოაჩნდა.

Reign Over Me – მამაკაცი, რომელიც 9/11-ის ტერორისტული თავდასხმის შედეგად ოჯახს კარგავს, კოლეჯის ძველ მეგობარს შეხვდება და ეს განახლებული მეგობრობა მისცემს ძალას, ახლობლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გადაიტანოს.

Till det som är vackert (Pure) – 20 წლის კატრინა ერთხელაც იუთუბზე მოცარტის “რექვიემს” გადააწყდება. ამის შემდეგ მას ცვლილებების მოთხოვნილება უჩნდება. ნუთუ შესაძლებელია სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლა, თუ ყოველი ჩვენგანი დოსტოევსკის ერთ ნაწარმოებს წაიკითხავს და “რექვიემის” თითოეულ ნოტს დაიმახსოვრებს?

Hævnen (In a Better World) -აფრიკაში, ლტოლვილთა ბანაკში მრავალი წლის მუშაობის შემდეგ, 40 წლის ანტონი მშობლიურ დანიაში ბრუნდება. სხვისი უბედურების ხანგრძლივმა ყურებამ, მას ასწავლა, რომ არასოდეს უპასუხოს ძალადობას ძალადობით. მაშინაც კი, როდესაც ადგილობრივი ავტომექანიკოსი უმიზეზოდ ცემს, ის ბრაზს თოკავს. თითქოსდა კონფლიქტი ჩამქვრალია, მაგრამ ანტონის შვილი მეგობართან ერთად, მამის მაგიერ შურისძიებას გადაწყვიტავს.

My One and Only – გლამურული ანნ დევერო აღმოსავლეთ სანაპიროს ქალაქებში მოგზაურობს და მდიდარ საქმროს ეძებს, რომელიც მისი და მისი ორი შვილის მომავალს უზრუნველყოფს.

Mandariinid (Tangerines) – ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის ფონზე მიმდინარეობს, თუმცა ფილმში ომის სცენები არ არის ასახული. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებზე. ომის დროს ესტონეთის ხელისუფლებამ იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე თავისი სურვილით დარჩა აფხაზეთში. ფილმში აღწერილია ერთ-ერთი ესტონელის სახლში მოხვედრილი დაჭრილი ქართველი და ჩეჩენი ჯარისკაცების ურთიერთობა.

Honig im Kopf (Head Full of Honey) – ისტორია 11 წლის ტილდაზეა, რომელსაც ძალიან უყვარს თავის ბაბუა. როდესაც მოხუცებულს დაუდგენენ ალცჰაიმერის დაავადების დიაგნოზს, მშობლები გადაწყვეტენ ის ხანდაზმულთა სახლში განათავსონ. გოგონა არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას და ბაბუასთან ერთად გაიპარება ვენეციაში…

Café de Flore – ანტუანს ისეთი ცხოვრება აქვს, როგორსაც ბევრი ინატრებდა. ის მონრეალში ცხოვრობს და ღამის კლუბის პოპულარული დიჯეია, ულამაზესი მეგობარი ქალი-როუზი და ორი ჯანმრთელი ქალიშვილი ჰყავს. მიუხედავად ამისა, როუზი ანტუანის პირველი სიყვარული არ არის, ის ჯერ კიდევ მისი შვილების დედით -კეროლითაა გატაცებული.

Labor Day – მარტოხელა დედა მალავს გაქცეულ მკვლელს თავის სახლში, სადაც ის ცხოვრობს თავის შვილთან ერთად. შიში და ინტერესი მას ერთდროულად იპყრობს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები