“მომავლის ბანაკის” ლიდერის შესარჩევი კონკურსი – ვაკანსია სტუდენტებისთვის

დასაქმება

სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” აცხადებს შერჩევას “მომავლის ბანაკის” ლიდერის პოზიციაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი” ახორციელებს პროგრამა “მომავლის ბანაკს”, რომლის ფარგლებშიც არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება შემოქმედებითი, სპორტული და კულტურული აქტივობები. ბანაკის მონაწილეები არიან 11-18 და 18-25 წლის ახალგაზრდები.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

ლიდერები შეირჩევიან “მომავლის ბანაკისთვის” (ზაფხულის პერიოდში)
ბანაკის ფუნქციონირების პერიოდი: ივნისი – სექტემბერი;
ნაკადის ხანგრძლივობა: 5 (ხუთი) დღე და/ან 7 (შვიდი) დღე;

მოვალეობები:

  • ბანაკის პროგრამის და შინაგანაწესის ცოდნა;
  • ლიდერთა მოსამზადებელ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
  • ბანაკის პროგრამის განხორციელება, რაც გულისხმობს კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებას;
  • ჯგუფისთვის საჭირო ინვენტარის ჩაბარება, ზედამხედველობა და მონიტორინგი;
  • ბანაკის ტერიტორიის შესწავლა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ზომების მიღება, საევაკუაციო გეგმის ცოდნა;
  • ბანაკის ხელძღვანელობასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლის მიზნით;
  • ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება ნებისმიერი წინააღმდეგობისა და გუნდში არსებული რაიმე სახის პრობლემის შესახებ;
  • ლიდერთა ყოველდღიურ შეხვედრებზე დასწრება;
  • გუნდის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;
  • ბანაკის მონაწილეთა ჩართულობის ყოველდღიური და საბოლოო შეფასება;
  • სამუშაოს დროული და ხარისხიანი შესრულება;
  • საკუთარ გუნდში ბანაკის რეჟიმის, წესების, ქცევის ნორმებისა და შინაგანაწესის გაცნობა და დაცვა;
  • ბანაკის მონაწილის ან მონაწილეთა ჯგუფის მიერ შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება;
  • ბანაკის მონაწილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბანაკის ხელმძღვანელობის და ექიმის ინფორმირება;
  • უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • 20-30 წლის აქტიური ახალგაზრდა, რომელსაც აქვს მოტივაცია, სურვილი და შესაძლებლობა, გახდეს ახალგაზრდული ბანაკის ლიდერი;
  • პროფესიული ან უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • სასურველია 11-18 წლის და/ან 18-25 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;
  • ზოგადი ცოდნა ბანაკის თემატიკის ირგვლივ;
  • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;
  • კრეატიულობა;
  • კომუნიკაბელურობა.

ლიდერების ანაზღაურება:

  • ბანაკის ცალკეულ ნაკადზე (5 დღე)- 200 ლარი (დარიცხული); (7 დღე)- 300 ლარი (დარიცხული);
  • ლიდერების სამუშაო და საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება “მომავლის ბანაკი”-ს ტერიტორია;
  • ლიდერები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით.

საჭირო დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • რეზიუმე (CV) ფოტოსურათით სახელმწიფო ენაზე;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ცნობა სასწავლებლიდან: სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ ან დიპლომის ასლი, აგრეთვე
  • პროფესული სასწავლებლის სტუდენტის ან კურსდამთავრებულის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ლიდერების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;
გადარჩეული კანდიდატების ჯგუფური გასაუბრება;
თეორიული ტრენინგი თბილისში;
პრაქტიკული პროგრამა-ტრენინგი “მომავლის ბანაკი”-ს ტერიტორიაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

სსიპ “ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის” მიერ სერტიფიცირებული ლიდერები გაივლიან მხოლოდ დოკუმენტაციის განხილვისა და გადარჩევის ეტაპს;

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ბოლო ეტაპის დასრულების შემდებ, შესაბამისი შესარჩევი კომისიის შეფასების საფუძველზე;

შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

თეორიული ტრენინგის შემდეგ შერჩეულმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • ნასამართლეობის ცნობა;
  • ცნობა ნარკოლოგიურიდან.

დაინტერესების შემთხვევაში, საჭირო დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ასლი, რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილი, ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ან დიპლომის ასლი გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: banakileader@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: (+995 32) 2 30 51 60; (+995 32) 2 30 51 75 ლელა ქვარიანი

სააპლიკაციო ფორმის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 აპრილი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები