Studinfo.ge – სტუდენტური ამბები

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა – ღონისძიება რიყეზე

23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა – ღონისძიება რიყეზე
April 23
13:54 2018

23 აპრილს მსოფლიო აღნიშნავს წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. ამ დღის საქართველოში აღნიშვნის ტრადიცია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დამკვიდრდა და წლებია სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება.

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

23 აპრილს 12:00-დან 19:00-მდე რიყის პარკში საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

12:00 საათზე რიყის პარკში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, თბილისის მერია და ისნის რაიონის გამგეობა. მოეწყობა წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა. ოცამდე ქართველი გამომცემელი და გამავრცელებელი ამ დღესთან დაკავშირებით წიგნებს განსაკუთრებული ფასდაკლებით შემოგთავაზებთ. მთელი დღის განმავლობაში გაიმართება შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან, დაგეგმილია შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა, 17:30 საათზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის პერფომანსი, დღის ბოლოს კი 18:00 საათზე ღონისძიებას საზეიმოდ დაასრულებს ქ. თბილისის მერიის მუსიკალური ბენდი – “ბიგ ბენდი”.

წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიციას საქართველო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით შეუერთდა და უკვე 15 წელია “იუნესკოს” საერთო ქოლგის ქვეშ წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება ჩვენს ქვეყანაში.

2003 წლიდან კი საქათველოს პრეზიდენტის განკარგულებით 23 აპრილი წიგნის სექტორის მუშაკთა პროფესიულ დღედ გამოცხადდა.

გთავაზობთ მონაწილე გამომცემლების, გამავრცელებლებისა და სხვა ორგანიზაციების ჩამონათვალს:

1.გამომცემლობა დიოგენე
2.გამომცემლობა ინტელექტი
3. გამომცემლობა არტანუჯი
4.სადისტრიბუციო კომპანია ირიათონი
5.გამომცემლობა სიესტა
6.გამომცემლობა აგორა
7.გამომცემლობა საქწიგნი
8.გამომცემლობა რემედას
9.გამომცემლობა წიგნი+ერი
10.წიგნის მაღაზია ბუქკაფე
11.გამომცემლობა მერიდიანი
12.გამომცემლობა პალიტრა L
13.გამომცემლობა წიგნები ბათუმში
14.გამომცემლობა სეზანი
15.გამომცემლობა ინდიგო
16.ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
17.ელფის გამომცემლობა
18.ქ. თბილისის მერიის ბიგ ბენდი
19.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი-თბილისის თანამედროვე ბალეტი
20.სოციალური თერაპიის სახლი
21.Geobotanic

23 აპრილის დღის ისტორია კი ასეთია: კატალუნიაში 23 აპრილი ორი დიდი ესპანელის, მიგელ დე სერვანტესის და ინკა გარსილასო დე ლა ვეგას გარდაცვალების დღეს უკავშირდებოდა, რასაც დაემატა შექსპირის დაბადების და გარდაცვალების თარიღიც და 1995 წელს იუნესკოს გადაწყვეტილებით 23 აპრილი მსოფლიო წიგნის და საავტორო უფლების დაცვის დღედ გამოცხადდა.

 

3 ნახვა
Tags
Share

About Author

STUDINFO.GE

STUDINFO.GE

Related Articles

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

ლარპი – ციფრული საუკუნის როლური თამაშები

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში

GRADUATION PARTY ქართულ უნივერსიტეტებში
April 2018
M T W T F S S
« Mar    
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30